ქალი და მამაკაცი მამაკაცის 12 თვისება, რომლებიც განსაკუთრებით მოსწონთ ქალებს 2017, 29 აგვისტო, 14:05 ქალური ლოგიკას ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვერაფერი გაუგო და ძნელიცაა განსაზღვრო კონკრეტული ქალისთვის როგორია იდეალური მამაკაცი, თუმცა არსებობს რაღაც კრიტერიუმები, რომელიც ნებისმიერ ქალს ჭკუიდან გადაიყვანს. ქვემოთ შემოგთავაზებს მამაკაცის იმ 12 თვისებას, რომელიც ძალიან მოსწონთ ქალებს და თუ თქვენ აქედან ნახევარს მაინც აკმაყოფილებთ, ჩათვალეთ, რომ ქალებში წარმატება გარანტირებული გაქვთ. 12) მამაკაცურობა- აერთიანებს სიძლიერეს, სიმამაცეს, კეთილშობილების, ღირსებას და გამბედაობას. 11) იუმორი-კარგი ხუმრობა ნებისმიერ ყინულს გაალღობს, მთავარია, არ გადაამლაშოთ. 10) ყურადღება და მზრუნველობა - ყველა ჩვენგანს უნდა იზრუნონ ჩვენზე და ყურადღება მოგვაქციონ. გოგონასთვის კი ეს არის ნიშანი მომავალში კარგი მამისა თავისი შვილებისთვის. 9) გადაწყვეტილების მიღება და აქტიურობა - გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მამაკაცმა იმის საფუძველზე, თუ რამდენად კარგია ეს ორივესთვის, ქალებს არ უყვართ ამება, მათ მოსწონთ აქტიური, მოხერეხებული მამაკაცები. 8) გულუხვობა - რა თქმა უნდა, აქ არაა აუცილებელი მატერიალურად გამართული იყოთ, სულ მცირე სიკეთის გამოხატვა, თუნდაც ემოციურად, სიხარულს და სიყვარულს ანიჭებს პარტნიორს. 7) რომანტიული მამაკაცი - ეს არის ნამდვილი საჩუქარი ქალისთვის, ის მთელი ცხოვრება არ მოიწყენს მის გვერდით. 6) უნიკალურობა -"ის არავის არ ჰგავს, ის ერთადერთია"- ხშირად ასე მიაჩნიათ ქალებს. 5) სანდოობა - არავინ არ იძლევა იმის გარანტიას, რომ დაწყებული ურთიერთობა ეს არის სიყვარული მთელი ცხოვრება. სანდო მამაკაცთან უფრო ადვილია ეს დაიჯერონ. 4) გაგება-ხანდახან უბრალოდ ადამიანური ყურადღება სჭირდებათ ქალებს, ერთი სიტყვით, ერთი გამოხედვით თუ ჟესტით და ისეთი შეგრძნებაა, თითქოს დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ და ის თქვენთან კომფორტულად, ლაღად გრძნობს თავს; ისე, როგორც თევზი წყალში. 3)კარგი მანერები - დღეს ეს თვისება განსაკუთრებით მოთხოვნადია. ჯენტლმენები სანთლის საძებნი გახდნენ, ამიტომ, ვინც იცავს ეტიკეტის წესებს, აქვს აშკარა უპირატესობა. 2)საოჯახო საქმე - მომსახურეობა "ქმარი ერთი საათით" დღეს ძალზე აქტუალურია და ძალიან ფასობს. არაა ქალის საქმე ხელში ჩაქუჩი აიღოს და ლურსმანი მიაჭედოს. 1) ჭკუა-რეიტინგს სათავეში მოექცა IQ-ს მაჩვენებელი, ჭკვიანი კაცი ყველა ქალის ოცნებაა, იგი ყოველთვის ბრძნულად წარმართავს ოჯახს და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. (ყოველ შემთხვვაში ასე მიაჩნიათ ქალებს) P.S-ეს სტატია უფრო მამაკაცებისთვის იყო გათვალისწინებული; ახლა კი ქალებს მივმართავ: თუ თქვენ მამაკაცში ამ თვისებების ნახევარი მაინც აღმოაჩინეთ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იდეალური მამაკაცი იპოვეთ;დროთა განმავლობაში შესაძლოა ის თვისებები, რომლითაც ასე ამაყობდით თქვენი რჩეულით, საპნის ბუშტივით გაქრეს. 1030 6-ს მოსწონს 1-ს არა
|