სავარაუდოდ, მთვრალმა მძღოლმა მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა, სასაფლაოზე შევარდა და საფლავის ქვები მიყოლებით დალეწა
ავარიები ყველგან ხდება, მაგრამ ის, რაც მოხდა რუსეთში, კერძოდ, კი პეტერბურგის ერთ-ერთ სასაფლაოზე იმდენად შემზარავია წასაკითხადაც კი მძიმეა.
სავარაუდოდ, მთვრალმა მძღოლმა მაღალი სიჩქარით მოძრაობისას უცხოური მარკის მანქანის ( "Ниссан Альмера") საჭე ვერ დაიმორჩილა და მთელი სისწრაფით გზასთან ახლოს მდებარე "ბლოგოსლავკოეს" სასაფლაოზე შეიჭრა.
სასაფლაოს ღობის გარღვევის მერეც არ გაჩერებულა მანქანა, მანამ სანამ რამდენიმე ათეული საფლავი არ გაანადგურა, საუბარია საფლავის ქვებზე.
ავარია გზაჯვარედინთან მოხდა გვიან ღამით და შესაბამისად, მას არავინ შესწრებია, თუმცა ვიდეო კამერებიდან ამოღებული კადრებით ცხადი გახდა მანქანის მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი, რომ იყო.
ადამიანებმა, რომლებმაც დილით ნახეს დალეწილი მანქანა, განადგურებული საფლავის ქვებს შორის დააფიქსირეს, რომ მანქანას სანომრე ნიშნები მოხსნილი ჰქონდა, სალონში კი არავინ აღმოჩნდა.
სურათებზეც ჩანს, მანქანას შემოღობილი ტერიტორია "ტარანით", რომ აქვს გატანილი. არავინ იცის თუ რატომ მოხსნა მანქანას ნომრები მისმა მძღოლმა, რადგან მანქანის ძარის ქარხნული ნომრებით ადვილია მანქანის იდენტიფიცირება და შესაბამისად მისი მფლობელის ვინაობის დადგენაც.
უნდა აღინიშნოს, რომ პეტერბურგში აღნიშნული სასაფლაო არცთუ დიდი ხნის წინ გაიხსნა და მიცვალებულებიც ახალი დაკრძალულები არიან.
"იქ ახალი საფლავებია, წარმოიდგინეთ, როგორ დღეში იქნებიან მიცვალებულების ჭირისუფლები, ამ უნამუსო მძღოლმა კი ვანდალური ქმედებით ხალხს განცდილი ტკივილი განუახლა. თან საფლავის ქვებიც ძალიან ძვირი ღირს და ვინ აუნაზღაურებს ზარალს ამდენ დაზარალებულ ჭირისუფალს"? –ასეთ განცხადებას აკეთებენ სოციალურ ქსელში პეტერბურგელები.