საზოგადოება რატომ გადადის ეროვნება ებრაელებში დედის მხრიდან? 2017, 30 აგვისტო, 8:22 ებრაელები უნიკალური ხალხია და იმას, თუ რატომ განისაზღვრება მათი ეროვნება დედის და არა ისე, როგორც ეს მსოფლიოს ყველა დანარჩენ ხალხშია მიღებული-მამის მიხედვით, აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ რატომ გადადის ებრაელებში ეროვნება დედის მხრიდან. ძნელი სათქმელია, თუ რომელია უფრო მეტად მიახლოებული რეალობასთან. ჩვენ განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ ორ ვერსიას.
როგორც ირკვევა, ამ საკითხს აქვს ორი ახსნა, ერთი წმინდა რელიგიური, რომელიც თორაზეა დაფუძნებული და მეორე- მისივე მსგავსი, ოღონდ რელიგიურ ფესვებს მოკლებული. პირველი ვერსია თორა პირდაპირ კრძალავს შერეულ ქორწინებას, ანუ არაებრაელი ქალის ცოლად მოყვანას. ახსნა ასეთია - არაებრაელი ქალი ჭეშმარიტი ებრაული ფასეულობების მატარებელ ბავშვს ვერ გაზრდის. აქედან ვერსია, რომ თუ დედა არ არის ებრაელი, შვილიც ვერ იქნება, რადგან მისი პიროვნებად ჩამოყალიბება წლების მანძილზე დედის მეთვალყურეობით ხდება. იმისათვის, რომ იუდაიზმი სუფთა სახით შეენარჩუნებინათ, აკრძალული იყო ებრაელად ეცნოთ დედით სხვა აღმსარებლობის ადამიანი. უფრო მეტიც, უცხო ტომელთან ქორწინება საუკუნეების მანძილზე ღმერთის წინაშე დანაშაულად ითვლებოდა. გამოსავალი იყო ერთი — უცხო ტომის ქალს უნდა აეღო რელიგიური პასუხისმგებლობა, რის შემდეგაც თავადაც და მისი შთამომავლობაც ებრაელებად ითვლებოდნენ. ალტერნატიული ვერსია მთავარი ის კი არ იყო, თუ რას მოითხოვდა თორა, არამედ ძველი ებრაელი მამაკაცების უნდობლობა უცხოტომელი ქალების მიმართ. ანუ, ასპროცენტიანი გარანტია, რომ ბავშვის მამაა, არ აქვს არც ერთ მამაკაცს (აქ ითვლება ქორწინებაში დაბადებული ბავშვებიც), ყოველთვის არსებობს მიზერული შანსი იმისა, რომ ცდებოდეთ. აბსოლუტური სიზუსტით შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის დედის დასახელება. სწორედ ამიტომაც მხოლოდ ებრაელი დედის გაჩენილი შვილი ითვლება ებრაელად. ამიტომაც განისაზღვრებოდა ებრაელებში ბავშვის ეროვნება დედის ხაზით. 1933 12-ს მოსწონს
|