სხვა მდიდარმა რუსებმა ოფშორებში ტრილიონ დოლარზე მეტი გაიტანეს 2017, 25 აგვისტო, 21:53 რუსი მოქალაქეების ოფშორული კაპიტალი სამჯერ აღემატება ქვეყნის სავალუტო რეზერვების დონეს. თანხა რუსეთის ეროვნული შემოსავლის 75% –ს უტოლდება, სავალუტო რეზერვი კი მთლიანი ეროვნული შემოსავლის 25%–ია. ამის შესახებ მოგვითხრობს ამერიკის ეკონომიური კვლევების ეროვნული ბიურო.
რუსეთის სავალუტო რეზერვი დაახლოებით 350 მილიარდი დოლარია.(ცენტრალური ბანკის 1 აგვიტოს მონაცემებით). ბიუროს შეფასების თანახმად ოფშორებში ტრილიონ დოლარზე მეტია, ანუ 60 ტრილიონ რუსულ რუბლზე მეტი.
![]() ამასთან, ოფშორული კაპიტალის მოცულობა ქვეყნის ფინანსური აქტივების ღირებულებას უტოლდება. «ანუ მდიდარი რუსების ქონება, რომელიც ინახება დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, კიპროსისა და სხვა ოფშორულ ცენტრებში – უტოლდება რუსეთის მთელი მოახლეობის ქვეყნის შიგნით შენახულ ქონებას», — აღნიშნავენ გამოკვლევის ავტორები. ამჟამად რუსეთში მოქალაქეთა 1 პროცენტი ღებულობს ქვეყნის მთელი შემოსავლის 20–25 პროცენტს. 174 1-ს მოსწონს
|