x
image
ალექსანდრე ლექსო
იოლი ფული თუ მახე

ერთ მშვენიერ დღეს ჩემს ტელეფონში ლონდონიდან ზარი შემოვიდა. რუსი ქალბატონი სასიამოვნო ხმით, ბიზნესს მთავაზობდა. ჩემთვის, პერიფერიაში მცხოვრებისთვის უცხოეთიდან ზარი საოცრებაა. საოცარი იყო შემოთავაზებული პირობებიც: თუ თქვენ გაქვთ ინტერნეტთან წვდომა, კომპიუტერი ან სმარტფონი, საწყისი მცირეოდენი თანხა და დღეში ერთი საათი თავისუფალი დრო შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 30 დან 40 დოლარამდე ყოველდღიურად. ჩვენ უფასოდ გასწავლით, მოგამაგრებთ დიდი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, მოგაწვდით ახალ ამბებს, სავარაუდო პროგნოზებს და ასე შემდეგ. საქმე ბირჟაზე ვაჭრობას შეეხებოდა.

image
დავინტერესდი და მალე ასეთივე სხვა საბროკერო კომპანიებიც დამიკავშირდნენ. მათი უმეტესობა ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული. ერთი მოსკოვური ზარის გარდა ყველა ზარი ლონდონიდან იყო. პირობები თითქმის ერთნაირია, განსხვავება მხოლოდ საწყის კაპიტალშია. ზოგი 50 დოლარს ითხოვდა, ზოგი 200ს, ზოგი კი 500 ზე ნაკლებს არ ჯერდებოდა. საკმაოდ ხშირად რეკავდნენ. ერთმა სესხის აღება მირჩია. მარწმუნებს რომ 500 დოლარს თუ ვისესხებ რა მაღალი პროცენტიც არ უნდა იყოს, თვენახევარში დავფარავ და მოგებაც დამრჩება.

ვაჭრობა ბირჟაზე კვირა საღამოს 21 საათზე იწყება და პარასკევს 20 საათზე წყდება. (გრინვიჩის დროით). ვაჭრობა მიდის როგორც ვალუტით, ძვრფასი ლითონებით და წიაღისეულით, ასევე აქციებით. ზოგიერთი მონაცემებით ინტერნეტში მომუშავეთა რიცხვი იზრდება. მაგალითად კომპანია "მაქსიმარკეტსის" წარმომადგენელმა ალექსანდრე სოკოლოვმა მითხრა, მათ უკვე ნახევარი მილიონი ტრეიდერი ჰყავთ, და მალე ჩინეთის ათვისებასაც იწყებენ.

ბირჟაზე ვაჭრობა მხოლოდ გამოცდილ ბროკერებს აძლევს მოგებას, დაამწყები მოვაჭრეების 90 პროცენტზე მეტი წაგებით ამთავრებს მოღვაწეობას.

ზარები არ წყდება, მე კი ჯერ ვერ ვრისკავ ვაჭრობის დაწყებას. თქვენ ჩემ ადგილზე როგორ მოიქცეოდით?


3
267
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
267
  
2017, 28 თებერვალი, 15:22
მეც მივიღე მსგავსი შემოთავაზებები. დამაინტერესა და ჩავრიცხე. 114 ლარით სამ დღეში 500 ლარზე ავედი,
მაგრამ მაინც შევწყვიტე თამაში. ნერვებზე და ჯანმრთელობაზე მოქმედებს, სულ კომპიუტერთან უნდა იჯდე, 1 საათი სისულელეა არანაირად არ გეყოფა, თუ დაჯდები დანებებაა ძნელი. ასე, რომ არავის გირჩევთ ამის იმედათ ყოფნას და არ გეგონოთ, რომ ამით სტაბილურ შემოსავალს გაიჩენთ. ეს მახე უფროა ვიდრე ბიზნეს შემოთავაზება... მე უბრალოდ გამიმართლა, რომ მოვიგე...!!!
2017, 27 თებერვალი, 21:40
პატარა თანხით ცდა არ იქნებოდა ურიგო.
2017, 26 თებერვალი, 18:45
ალექსანდრე, მაქსიმარკეტსი და HDFOREX რა კავშირშია ერთმანეთთან?
0 1 3