ქალი და მამაკაცი 72 წლის ინგლისელი პენსიონერი 27 წლის ნიგერიელს ცოლად გაჰყვა 2017, 25 აგვისტო, 19:01 ![]() 72 წლის ანჟელა ვნაჩუკვუმ დორჩესტერიდან 25 000 დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ნიგერიაში წასულიყო და იქიდან თავის ქმარი გაერთიანებულ სამეფოში წამოეყვანა. " მე სრული სერიოზულობით ვიყავი მზად მისთვის ვიზა მიეცათ, დავიქირავე ადვოკატები-აღნიშნა ექვსი შვილიშვილის ბებიამ, -თან ანჟელა ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა სიჯეი ნვაჩუკვუმ მის მიერ გაწეული ხარჯების ნახევარი დაფარა. ![]() ანჯელამ აღნიშნა, რომ სიჯეი 2015 წელს "ფეისბუქით" გაიცნო, "მან მეგობრობა შემომთავაზა და მეც დავიმატე, იმის შემდეგ ჩვენს შორის იყო მიმოწერა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა." ერთი თვის შემდეგ სიჯეი "ფეისბუქის" მეშვეობით სიყვარულში გამოუტყდა პენსიონერ ქალს და ცოლობა სთხოვა, ანჟელაც დათანხმდა.ქორწილი სამი თვის შემდეგ ნიგერიაში, საპორტო ქალაქ ლაგოსში გადაიხადეს. ანჟელა აღნიშნავს, რომ სიჯეი, ყველაზე მზრუნველი კაცია მათ რომელიც ოდესმე უნახია:"მე მაშინვე განვუცხადე, რომ ფული არ მაქვს, მე ხომ პენსიონერი ვარ, მან მიპასუხა, რომ ფული არ აინტერესებს"-აღნიშნა ანჟელამ. ქალს იმედი აქვს, რომ ქმარს ბოლო-ბოლო გაუკეთებს სტუდენტურ ვიზას მაინც და ცოლ-ქმარი ერთად იქნებიან. ![]()
244 7-ს მოსწონს 1-ს არა
|