სხვა ძალიან სასარგებლო რჩევები, პოზიტიური განწყობისთვის 2017, 26 აგვისტო, 13:18 1. ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია. თუ ყველაფერი კარგად არის – დატკბით, ეს მუდმივად არ გაგრძელდება. ხოლო, თუ საქმე ცუდად არის – ნუ მოიწყენთ, ესეც დროებითია. 2. ამ ცხოვრებაში არაფერზე უნდა ინანო – რაც მოხდა, მოხდა. დასკვნა გააკეთი და ცხოვრება გააგრძელე 3. აზრი, რომლითაც ყოველი დილა უნდა დაიწყო: უფლებას ვაძლევ ბედნიერ შემთხვევებს, რიგში ჩადგნენ ჩემთან შესახვედრად! 4. პარასკევის ფილოსოფია: საკუთარი თავის წინაშე არარეალური მიზნის დასახვა. ვერ შეასრულებ და ნუ შეასრულებ – ის ხომ არარეალური იყო. 5. ცნების განმარტება: – რა არის უაზრობა? – აი წარმოიდგინეთ: ზღვა, ქვიშა, მსუბუქი ბრიზი თმას გიწეწავს... წარმოიდგინეთ? ჰო და, ყველაფერი დანარჩენი – უაზრობაა! 6. სწორი ოპტიმიზმი, ორშაბათისთვის: დასვენების დღეების შემდეგ, რთული მხოლოდ პირველი 5 დღე არის. 7. ხალხური სიბრძნე არ შეიძლება სწორი არ იყოს: ყველაფერი რაც ხდება – სასიკეთოდ ხდება. შესაბამისად – სასიკეთო მოვლენები გარდაუვალია! 8. ცხოვრებაში მთავარი ნივთები არ არის! ყველაზე მთავარი – ბალანსია. 9. სწორი მიდგომა! არასდროს არაფერი ინანო, რადგან იყო დრო, როდესაც სწორედ ეს გინდოდა. 10. ვარჯიში, რომლითაც ღირს ყოველი დღის დაწყება და დასრულება: ცუდი აზრები თავიდან გამოიბერტყეთ თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: სრული ჭეშმარიტება იუმორით ყოველდღიური ცხოვრების იუმორი – სურათებით ეს მხოლოდ ბრიტანეთში შეიძლებოდა მომხდარიყო! არასტანდარტული გამოცდა ანუ პროფესორის «თამაშები» კმაყოფილი ცოლი... სურვილი, რომლითაც ებრაელმა ღმერთი გააოცა 42 6-ს მოსწონს
|