საზოგადოება სკოლისთვის მზადება ასეთი მარტივი ჯერ არ ყოფილა - ყველა სასკოლო ნივთი ერთ სივრცეში 2017, 25 აგვისტო, 11:43 სულ რამდენიმე დღეც და სწავლა დაიწყება. განახლდება დილის ალიაქოთი სახლში, ქუჩაში თუ ტრანსპორტში. სიმართლე გითხრათ, ეს პერიოდი ბევრი მშობლის მსგავსად მეც მეზარება, მაგრამ თან მიხარია. ჯერ ერთი, უკვე აღარ ვიცი, რით გავართო და დავაკავო ბავშვები, რომლებიც ყველანაირად ამოვარდნენ რეჟიმიდან. ამასთან ვხედავ, როგორ ელოდებიან ახალ ნივთებს - სწავლის დაწყება მათთვის მაინც ახალ სამოსთან, ზურგჩანთასთან და ლამაზ-ლამაზ საკანცელარიო ნივთებთან ასოცირდება. სანამ 15 სექტემბერი მოვა, მეც ბევრი სხვა მშობელივით წინასწარ ვიჭერ თადარიგს და ბავშვებისთვის ვყიდულობ სასკოლო ნივთებს. ბოლო პერიოდში ყველანაირად ვცდილობდი, მეპოვა ადგილი, სადაც ერთ სივრცეში იქნებოდა მოქცეული ყველაფერი, რაც მჭირდება და არც თავზარდამცემი ფასები ექნებოდა. შევეშვი ბაზრობებზე სიარულს – საშინლად ვიღლებოდი დახლიდან დახლზე დაუსრულებელი ბოდიალით, ყაყანით, რიგებით, ხმაურით. რაც მთავარია, სახლში მისულს უცებ მახსენდებოდა, კიდევ რამდენი რამის ყიდვა დამვიწყებია. შარშან აღმოვაჩინე, რომ შეიძლება ერთ კონკრეტულ მაღაზიაში მიხვიდე, მშვიდად დაათვალიერო, წყნარად აარჩიო ყველაფერი, რაც გჭირდება და ფასებიც მისაღები იყოს შენთვის. "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელი ჰქვია ამ კომფორტს და უკვე მეორე წელია, ბავშვების სასკოლოდ მომზადება ჩემთვის სტრესთან აღარ ასოცირდება, რადგან სკოლისთვის მზადება ასეთი მარტივი ჯერ არ ყოფილა. წელსაც მივაშურე „ბიბლუსს“ და იქაური შთაბეჭდილებებით დატვირთულს მომინდა სხვა მშობლებისთვისაც გამეზიარებინა გამოცდილება – მსურს მათაც ავარიდო თავიდან ის სტრესი, რაც თან ახლავს სასკოლოდ ბავშვების მომზადების პროცესს. წელს სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი: მაღაზიაში სასკოლო და საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვანი არჩევანი დამხვდა. რაც ყველაზე მთავარია, გამორიცხულია, რომელიმე მშობლემა აქ სასურველი ნივთი ვერ იპოვოს. მნიშვნელოვანია, ის, რომ აქ ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანს შეუძლია სასურველი ნივთების შერჩევა და შეძენა: მათაც, ვისთვისაც პრიორიტეტი დაბალი ფასებია და მათაც, ვინც მზადაა მაღალ ხარისხში შედარებით მაღალი ფასი გადაიხადოს. მაგალითად, ჩანთის ფასები 29 ლარიდან იწყება, რამაც საშუალება მომცა შეღავათიან ფასად შემეძინა მთავარი სასკოლო აქსესუარი ჩემი შვილისთვის. ასევე ხელმისაწვდომ ფასად შევიძინე ფერად-ფერადი საკანცელარიო ნივთები. ვფიქრობ, ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა მშობლებისთვის ის, რომ დღეს უკვე არსებობს ერთი სივრცე, სადაც თავმოყრილია მრავალფეროვანი სასკოლო ნივთები და მათი შეძენა ზედმეტი დისკომფორტის გარეშეა შესაძლებელი. 212 5-ს მოსწონს
|