სხვა ბოლო დროის ყველაზე ძლიერი ტყის ხანძრები მთელი მსოფლიოდან 2017, 23 აგვისტო, 10:00 ახლა როცა რამდენიმე დღეა ბორჯომის ხეობაში ბობოქრობს ხანძარი, მოდით გავიხსენოთ ბოლო წლების ყველაზე მსხვილი ტყის ხანძრები მთელი მსოფლიოდან.როგორც წესი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად ადამიანთა დაუდევრობა ხდება. ამას ემატება კლიმატური პირობები:-საშუალო ტემპერატურის მატება ხელს უწყობს ცეცხლის უფრო სწრაფ და დიდ ფართობზე გავრცელებას. ყველაზე დიდი ტყის ხანძარი კაცობრიობის ისტორიაში დაიწყო 1982 წლის სექტემბერში ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანზე და გაგრძელდა 10 თვე, ხანძრის მიზეზი იყო ხანგრძლივი გვალვა და ინდონეზიური მიწათმოქმედების მეთოდი, ე.წ.მიწის მოწვა.შედეგად განადგურდა 8 ათასი კვ. კმ. ტყე, მთლიანად ხანძრისგან დაზარალდა 36 ათასი კვ.კმ.შედეგად განადგურდა ფლორა-ფაუნის რამდენიმე სახეობა, დაიღუპნენ მაკაკები, გიბონები, ორანგუტანგები, ციყვები და ფრინველები.ხანძრის შედეგად საგრძნობლად შეიცვალა მიკროკლიმატი. ხანგრძლივმა ხანძარმა გამოიწვია ატმოსფეროს დაკვამლიანება, მტვრის ნაწილაკებმა-ტენიანობის კონდენსაციის ბირთვებმა გამოიწვია ძლიერი წვიმები, წყალდიდობამ გაანადგურდა მოსავალის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო ათეულობით სოფელი დაიტბორა. მსხვილი სატყეო ხანძარი რეგულარულად ჩნდება ავსტრალიის კონტინენტზე.უძლიერიესი ხანძრები დაფიქსირდა 1851, 1898, 1926, 1939, 1983 წლებში, რომელსაც ტრაგიკული შედეგები ჰქონდა. მაგალითად: 1939 წელს შტატ ვიქტორიაში ხანძარმა მოიცვა 1, 4 მილიონი ჰექტარი ტყე.შედეგად განადგურდა 1300 სახლი, დაიღუპა 71 ადამიანი. 1983 წლის თებერვალში სამხრეთ ავსტრალიაში 43 გრადუსი სიცხის, გვალვის და 100 კმ/სთ სიჩქარის ქარის შემდეგ 160 ათასი ჰექტარი ტყე და 400 სახლი განადგურდა, განსაკუთრებით ტრაგიკული გამოდგა 16 თებერვალი განადგურდა 2000 სახლი, დაიღუპა 76 ადამიანი, მათ შორის 16 მეხანძრე. 2008 წლის ტყის ხანძარი ყველაზე მსხვილი გამოდგა კალიფორნიის შტატში(აშშ).21 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ხანძარმა გაანადგურა 1300 კვადრატული მილი ტერიტორია, შედეგად განადგურდა 250 ათასი ჰექტარი ტყის მასივი, 100 შენობა, დაიღუპა ერთი ადამიანი. 2009 წლის მაისში ხანძარმა სანტა-ბარბარას მახლობლად გაანადგურა 33 კვ.კმ. ტერიტორია, დაიწვა 88 სახლი, 30 000 ადამიანი იქნა ევაკურიებული. 2007 წელს უდიდესი ტყის ხანძარი გაჩნდა საბერძნეთში, ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, სტიქიას ებრძოდა 9000 მეხანძრე და 500 ჯარისკაცი, ხანძრის ჩაქრობაში ჩაერთნენ საერთაშორისო ძალები მსოფლიოს 19 ქვეყნიდან, ხანძრის შედეგად დაიღუპა 67 ადამიანი, განადგურდა 200 ათასი ჰექტარი მიწა, დაიწვა 1500 სახლი. 2005 წელს რეკორდული ხანძრების რაოდენობა დაფიქსირდა პორტუგალიაში.ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა 3, 500 მეხანძრე, 30 თვითმფრინავი და 987 სახანძრო მანქანა.დაიღუპა 11 ადამიანი.პოლიციამ დააკავა 108 პირი, რომლებიც ხანძრის განგებ გაჩენაში იყვნენ ეჭვმიტანილები. 2017 წლის 17 ივნისს პორტუგალიაში, კიომბრას ოლქში დაწყებული ტყის ხანძრის შედეგად განადგურდა 50 ათასი ჰექტარი მიწა, დაიღუპა 67 ადამიანი, აქედან 47 ცოცხლად დაიწვა, ხანძრის შედეგად განადგურდა 90 საცხოვრებელი სახლი და 27 საწარმო. 2016 წელს 1 მაისს კანადაში ალბერტის პროვინციაში, ფორტ-მაკმკურეიში დაწყებულმა ხანძარმა გაანადგურა 580 ათასი ჰექტარი ტერიტორია, მოხდა 80 000 ადამიანის ევაკუაცია, დაიღუპა 2 ადამიანი. 179 6-ს მოსწონს 1-ს არა
|