იტალიელებს კინოს და კალათბურთის ორი ლეგენდა სამუელ ჯექსონი და მეჯიქ ჯონსონი ემიგრანტებში შეეშალათ
ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი სამუელ ჯექსონი და მსოფლიო კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა მეჯიქ ჯექსონი, რომლებიც იტალიის კურორტ ფორტე დელ–მარმიში დასასვენებლად ჩავიდნენ, იტალიელებს ემიგრანტები ეგონათ და მათი ნახვისას უკმაყოფილებაც გამოთქვეს: ჩვენს ხარჯზე უცხოელი ემიგრანტები ძვირადღირებულ კურურტებზე ისვენებენო.
კინოს და სპორტის ორი ცოცხალი ლეგენდა ბრენდულ მაღაზიაში ნაყიდით სავსე პარკებით დასასვენებლად გრძელ სკამზე არიან ჩამომჯდარი, ამ სურათმა სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათი თქმით უმუშევარი ემიგრანტები უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე თავად იტალიაში მცხოვრები და დასაქმებული იტალიელები.
თუმცა როგორც იქნა აღმოჩნდნენ ისეთებიც ვინც ამ სურათზე კინოს და კალათბურთის ორი ცოცხალი ლეგენდა ამოიცნო და აღშფოთებულებს ხუმრობით შეახსენა, რომ ცდებოდნენ და საქმე ჰქონდათ არა ემიგრანტებთან არამედ მილიონერ მსახიობთან და ყოფილ კალათბურთელთან. ქუჩაშიც მალევე ამოიცნეს ეს ორი ცნობილი ადამიანი და მალევე მათ ირგვლივ ცოცხალი "ჯაჭვი" დადგა იმ ადამიანებისა, ვისაც ორ ცნობილ ადამიანთან სურათის გადაღების სურვილი გაუჩნდა, არც ჯექსონებს უთქვამთ უარი და ბევრი იტალიელი წავიდა პოზიტიური განწყობით დატვირთული.
სოციალური ქსელის მომხმარებელმა მარტამ, სანამ გაერკვეოდა საქმის ვითარებაში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: "ხედავთ, თუ როგორ ისვენებენ უმუშევარი ემიგრანტები ჩვენი შემოსავლიდან მათთვის გადახდილი 35 ევროთი კურორტებზე ფორტე–დეი–მარმიში, ეს უკვე მეტისმეტია"!!!
ესეც იტალიელი მარტა, რომელმაც სოციალურ ქსელში განათავსა სურათი "უმუშევარ ემიგრანტებზე".