x
image
მანჩო 777
ვინ არის გოგონა, რომელიც სამი თვის განმავლობაში სამჯერ გადაურჩა ტერაქტს?
ახალგაზრდა ავსტრალიელი ქალბატონი უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში სამჯერ შეიძლებოდა გამხდარიყო ტერაქტის მსხვერპლი, თუმცა 26 წლის ჯულია მონაკომ სამჯერ მოახერხა სიკვდილის მოტყუება.


image


თუ ვინმეზე ითქმის, ქუდბედიანი დაიბადაო, ეს უდაოდ ჯულია მონაკოა. ივნისში გოგონა სამოგზაუროდ ევროპაში გაემგზავრა და სამი თვის განმავლობაში სამჯერ გადაურჩა ISIS-ის დაჯგუფების მიერ ევროპაში განხორციელებულ ტერაქტებს.

უკანასკნელი ტერაქტი, რომლის მოწმეც გახდა ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში მცხოვრები ჯულია მონაკო, რამოდენიმე დღის წინ ბარსელონაში, ლა რამბლეს ქუჩაზე მომხდარი თავდასხმაა, რომლის დროსაც ტერორისტი კამიკაძე ავტომანქანით შევარდა ხალხის ტალღაში. ჯულია ამ დროს ტერაქტის ადგილიდან სულ რამოდენიმე მეტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად.



image


"ჩვენ ლა რამბლეზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ვიმყოფებოდით სხვა უამრავ ტურისტთან ერთად. თავდაპირველად ვერც კი გავიგეთ, რა მოხდა; მუსიკა დაკვრას განაგრძობდა, ხოლო მაღაზიები-მუშაობას. გვეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა იყო, მაგრამ როცა დავინახეთ, რომ ხალხში პანიკა ატყდა, მივხვდით, რომ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო და სხვებთან ერთად მოვკურცხლეთ თავის საშველად", - განაცხადა ჯულიამ ავსტრალიურ რადიო 3AW-თან ინტერვიუში.


image


3 ივნისს დღისით, როცა ლონდონის ხიდთან ტერორისტი ფურგუნით შევარდა მშვიდობიანი მოქალაქეების ტალღაში, ჯულიამ სულ რამოდენიმე წამით გაასწრო ამ ხოცვა-ჟლეტას და მეტროს შეაფარა თავი, ხოლო სამი დღის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან განხორციელებული ტერაქტის დროს, როცა ISIS -ის მებრძოლი ყვირილით "ეს თქვენ სირიის გამო" თავს დაესხა მცველს და სასიკვდილოდ დაჭრა ის, ჯულია მონაკო შემთხვევის ადგილიდან სულ რამოდენიმე მეტრში იმყოფებოდა.


მიუხედავად ფათერაკებიანი მოგზაურობისა, გოგონა აცხადებს, რომ არ ეშინია და არ სურს სახლში დაბრუნება. მისი სიტყვით, ყველანი წინ უნდა აღვუდგეთ ტერორისტებს და არ მივცეთ მათ გამარჯვების საშუალება:

''მე არ მინდა სახლში დაბრუნება. მე მსურს დავრჩე აქ და ვინც არ უნდა იდგეს ამ ტერაქტების უკან, არ მივცე მათ გამარჯვების საშუალება. მე გავაგრძელებ მოგზაურობას და აუცილებლად ვნახავ ყველაფერს, რის სანახავადაც ჩამოვედი აქ", -აცხადებს უშიშარი გოგონა.


image


1
77
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
77
  
2017, 21 აგვისტო, 14:59
ამან უნდა თქვას ბედი მქონიაო :))
0 1 1