x
image
alex999
მეგალოდონი - ზვიგენთა ყველაზე საშინელი სახეობა!

დედამიწაზე 400 -ზე მეტი სახეობის ზვიგენი ბინადრობს. მეგალოდონი არის გადაშენებული ზვიგენის სახეობა, რომელიც ცხოვრობდა 28 მილიონი წლის წინ. დღეს მეცნიერები ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ზვიგენი. ბევრი თვლის რომ ეს ზვიგენი წინაპარია დღევანდელი თეთრი ზვიგენისა და თეთრი ზვიგენი მეგალოდონის მინიატიურული ასლია. თუ ნაპოვნ ძვლებს გავითვალისწინებთ, მეგალოდონის სიგრძე 22 დან 28 მეტრამდე მერყეობს, ხოლო წონა 50 დან 60 ტონამდე. მეგალოდონი ძირითადად ოკეანის ბინადრებით იკვებებოდა. ერთი ვეშაპი, მისთვის რამოდენიმე დღის საკვებს წარმოადგენდა.


image


პრეისტორიული ზვიგენი, თავის ეპოქის არამხოლოდ გიგანტი, არამედერთ-ერთი ყველაზე საშინელი მტაცებელი იყო. მონაცემებით აღემატებოდა როგორც თანამედროვე დიდ თეთრ ზვიგენებს, ისე მაშინდელ რეპტილიებს – ლიოპლევროდონსა და კრონოზავრს. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით წლების წინ უზარმაზარი ცხოველების არსებობა გასაკვირი არაა, ეს სახეობა მაინც განცვიფრებას იწვევს თავისი ზომისა და შესაძლებლობების გამო.


image


მეგალოდონის სახელი ნიშნავს "დიდკბილებას". ამ სახელს ოკეანის გიგანტი ნამდვილად იმსახურებდა, რადგან მისი კბილების სიგრძე 20 სანტიმეტრამდე აღწევდა. დღევანდელ თეთრ ზვიგენთან თუ შევადარებთ, ძალიან დიდ განსხვავებას შევნიშნავთ, რათა თეთრი ზვიგენის ეშვების მაქსიმალური სიგრძე 8-9 სანტიმეტრია. აქედან გამომდინარე მეგალოდონის კონკურენტის მოძებნა უფრო ადრე, ტირანოზავრების ეპოქაში იყო შესაძლებელი, თუმცა 65 მილიონი წლის წინ მეგალოდონების არსებობა არ არის დამტკიცებული.


image


დღეს რომ მეგალოდონები არსებობდნენ, მარტივად შეძლებდნენ ნებისმიერი ნავის გადაყლაპვას, ან გემის ჩაძირვას. უცნობია თუ როგორ გადაშენდნენ მეგალოდონები, თუმცა არსებობს რამოდენიმე თეორია.


პირველი თეორიის თანახმად, მეგალოდონები ძირითადად ვეშაპებით იკვებებოდნენ, ამიტომ ისინი სულ ვეშაპებს დაჰყვებოდნენ. პრეისტორიული ვეშაპების რაოდენობის შემცირებამ, ასევე გამოიწვია მეგალოდონების გადაშენებაც.


მეორე თეორიის თანახმად, მეგალოდონების გადაშენების მიზეზი გლობალური გაციება გახდა.

კიდევ ერთი თეორიის თანახმად, მეგალოდონების გადაშენების მიზეზი ვუკლანური აფეთქებებია!


ადამიანთა გარკვეული კატეგორია თვლის, რომ მეგალოდონი ჯერ კიდევ არსებობს ოკეანის სიღრმეებში, თუმცა ამის მეცნიერული მტკიცებულება ან მხარდამჭერი საბუთი არ არსებობს.


image





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}

1. გამოცხადდა ყველაზე ჭკვიანი მობილური ტელეფონები!

2. რა უნდა მივირთვათ აგვისტოში?

3. რა ხდება დღეს ნიაგარას ჩანჩქერზე? ტურისტები შოკში არიან!

4. ოკეანეებში მომხდარი 5 ყველაზე უცნაური მოვლენა!

5. 5 დაუჯერებელი გადარჩენა ადამიანებისა, რომლებსაც ზვიგენები დაესხნენ თავს!

6. ფოტოები, რომელიც დაგარწმუნებთ იმაში, რომ დედამიწა ნელ-ნელ ნადგურდება!

7. 100 კილოგრამიანი ანაკონდა, ბიოლოგმა ხელით დაიჭირა!


4
1890
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
1890
  
2017, 26 აგვისტო, 19:33
არ ვაქცევ ყურადღებას :)
2017, 26 აგვისტო, 19:33
გაიხარე თამო არაუშავს
2017, 26 აგვისტო, 15:08
საინტერესო იყო სტატია მომეწონა, კარგია, რომ აღარ არსებობემ
2017, 26 აგვისტო, 15:08
მგონი შეცდობით UNLIKE ღილაკი გამოვიყეე:(
0 1 4