სხვა ადგილები, რომლებსაც ვერასოდეს ვერ ნახავთ! 2015, 20 ოქტომბერი, 0:45 დედამიწის მრავალფეროვნებაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და უკვე კარგად
ვიცით, რომ ჩვენი პლანეტა საიდუმლოებებით არის მოცული. არსებობს ულამაზესი
ადგილები, სადაც მოგზაურობის სურვილი ყოველთვის გვიჩნდება, მაგრამ
არსებობს ისეთი ადგილებიც, რომლებსაც ვერასოდეს ვერ ვნახავთ!
მეტრო-2 მოსკოვის მეტროს პარალელურად მდებარე, საიდუმლოებით მოცული აკრძალული მიწისქვეშა გვირაბი. მეტრო-2 აშენებულია სტალინის პერიოდში. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ცნობით, ეს საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბი უერთდება მოსკოვში მდებარე მიწისქვეშა ქალაქს, რომლის შესახებაც ბევრი ინფორმაცია არ არსებობს. ზონა-51 ამ ზონის შესახებ აშშ-მ ბევრჯერ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე არანაირი კავშირი არ ხორციელდება უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით, მაგრამ ყოფილი სამხედრო ბაზა დღემდე თავის პოპულარობით სარგებლობს... როგორ ფიქრობთ, თუ ეს არის ერთგვარი ცრუ-რწმენა, მაშინ აშშ-ს მთავრობა რატომ უკრძალავს მოსახლეობას ამ ტერიტორიაზე ნაბიჯის დადგმასაც კი?! ჯიანგსუს ეროვნული უსაფრთხოების მუზეუმი ეს მუზეუმი მდებარეობს ჩინეთში. მუზეუმში სხვადასხვა სამხედრო და ჯაშუშური ნამუშევრების გამოფენები ტარდება, მუზეუმში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ ჩინელებს. სასტიკად აკრძალულია ფოტოს გადაღება... თეთრი ჯენტლმენების კლუბი ლონდონის ყველაზე ძველი და განსაკუთრებული კლუბი, კლუბში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ ინგლისელ დიდგვაროვნებს და მილიონერებს. დაუშვებელია სხვა რიგით მოქალის შესვლა ამ კლუბში. 39. ოთახი 39. ოთახი ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ორგანიზაციად არის ცნობილი, კრიტიკოსების აზრით ზუსტად აქ იმალება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ იონგის ძალაუფლება. ოთახი სპეციალურად შექმნა კიმმა, რათა გაეკონტროლებინა საგვარეულოს ყველა შემოსავალი, ის ხომ ბანკს არ ენდობა! როგორც ცნობილია, ამ ოთახში დაუკითხავად თუ ვინმე გაბედავს შესვლას, ის დაისჯება სიკვდილით თავის ოჯახთან ერთად. Coca-Cola-ს სპეციალური ფორმულა აშშ-ს ქალაქ ატლანტაში მდებარე კოკა-კოლას ცენტრალურ სერვის ცენტრში შესვლა სასტიკად აკრძალულია, აქ იმალება ყველა საიდუმლოება რაც კოკა-კოლაში იმალება. ფორმულასთან დაკავშირებას მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ახერხებს. Google-ს მონაცემთა ცენტრი ამ ადგილზე შესვლაზე ძალიან ბევრი პროგრამისტი ოცნებობს, მაგრამ ამაოდ. სისტემა ძალიან მკაცრად არის დაცული. საიტს მსოფლიოს უძლიერესი ჰაკერები მართავენ. ჯავარი ეს ტერიტორია მდებარეობს ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში. ტერიტორიაზე ცხოვრობს 7 პრიმიტიული ტომი. თანამედროვე ცხოვრებას მოწყვეტილ ტომების ტერიტორიაზე უცხო პიროვნების შესვლა სასტიკად აკრძალულია. წესის დარღვევა სიკვდილით ისჯება... ინგლისის ოქროს ოთახი ოთახი მდებარეობს ლონდონში, კერძოდ ცენტრალური ბანკის ბოლო ნაწილში. ოთახში ამ წუთისთვის 156 ტრილიონი გირვანქა სტერლინგის ოქრო ინახება. ვატიკანის არქივი არქივი 1881 წლამდე დახურული იყო ყველასთვის, მაგრამ დღესდღეობით ხელმისაწვდომია მხოლოდ დეტექტივებისთვის და მეცნიერებისათვის. გველის კუნძული კუნძული სან-პაულოდან 140 კილომეტრით არის მოშორებული. ამ კუნძულზე ათასზე მეტი სახეობის შხამიანი გველი არსებობს. კუნძულს სხვაგვარად სიკვდილის კუნძულსაც უწოდებენ. ამ ტერიტორიაზე ადამიანებისთვის შესვლა აკრძალულია. სართსეის კუნძული ისლანდიასთან ახლო მდებარე კუნძულზე ვულკანური აფეთქებები ძალინ ხშირად ხდება. ამ ტერიტორიაზე სტუმრობის უფლება მხოლოდ მეცნიერეს აქვთ. ქუჩა სან-პაულოში ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქალაქ სან-პაულოში არსებობს ერთი ქუჩა, რომელიც სოდომს უფრო გავს. ქუჩა სავსეა ნარკომანებით და მკვლელებით. ამ ქუჩაზე შესვლას პოლიციასაც კი ერიდება. მოგახსენებთ, რომ მომავალი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ზუსტად ბრაზილიაში ჩატარდება. ბრაზილიის მთავრობა სამხედრო ძალების გამოყენებით მაქსიმალურად ცდილობს ქუჩის დასუფთავებას, მაგრამ მოსალოდნელი შედეგი ჯერ არის მიღებული. ნახეთ ფოტოები ამ ჯოჯოხეთური ქუჩიდან... ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ Business Insider-ის სახელობის სოციალურმა საიტმა გამოავლინა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქალაქები. კოლუმბია -ქალაქი ბრანქილა მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 29 კაცი. ბრაზილია -ქალაქი ბრაზილია მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 29.73 კაცი ბრაზილია- ქალაქი ბელო ჰორიზონტი მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 29.74 კაცი მექსიკა -ქალაქი მონტერეი მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 30.85 კაცი სამხრეთ აფრიკა -ქალაქი დურბანი მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 30.94 კაცი ბრაზილია -ქალაქი მეკაპა მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 32.06 კაცი ელ სალვადორი -ქალაქი სან სალვადორი მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 32.48 კაცი აშშ -ქალაქი ოკლენდი მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 33.10 კაცი ბრაზილია -ქალაქი კორიტიბა მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 34.08 კაცი აშშ -ქალაქი ბალტიმორი მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 35.03 კაცი აშშ -ქალაქი სან ლუისი მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 35.39 კაცი ვენესუელა -ქალაქი მარაკაიბო მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 35.44 კაცი სამხრეთ აფრიკა -ქალაქი ნელსონ მანდელა ბაი მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 36.02 კაცი კოლუმბია -ქალაქი პერეირა მკვლელობა ყოველდღიურად - საშულაოდ 36.13 კაცი სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1460 12-ს მოსწონს
|