სხვა უცნობი და რეალური ფაქტები ალბერტ აინშტაინის შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2016, 15 მარტი, 17:44 პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი, XX- საუკუნის უდიდესი მეცნიერი, ეს იყო
ალბერტ აინშტაინი. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი
წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში
1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და
ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის. უმეტეს სტატიაში, რომელიც ეხება აინშტაინს, საუბარი მიდის უმეტესწილად გრავიტაციულ ძალაზე, ფიზიკასა და კოსმოლოგიაზე, თუ უფრო მეტი გჭირდებათ ამ ცნობილი მეცნიერის შესახებ, მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ძალზედ საინტერესო და უცნობ ფაქტებს ალბერტ აინშტაინის შესახებ.... ალბერტ აინშტაინი - დაიბადა 1879 წლის 14 მარტს, გერმანიის ძველ ვირტემბერგის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ულმში, Bahnhofstrasse-ის ქუჩაზე ნომერ B135 ბინაში. 1955 წლის 18 აპრილს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ს ნიუ- ჯერსის შტატის ქალაქ პრინსტონში. გარდაცვალების ძირითადი მიზეზი არის აბდომინალური ანევრიზმი, რომელმაც გამოიწვია შიდა შეუჩერებელი სიხლდენა. გარდაცვალებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ, აინშტაინის ტვინი პროფესორ თომასმა დაუკითხავად ამოიღო და კვლევები ჩაატარა. აინშტაინის არ აქვს საფლავი, რადგან დასაფლავებული არ ყოფილა, ვინაიდან სიკვდილის წინ მან მოითხოვა, რომ დაეწვათ, მისი სურვილი შესრულებულ იქნა და ფერფლიც საიდუმლოდ არის შენახული. აინშტაინმა თავის ბოლო ანდერძი 1950 წლის 18 მარტს დაწერა. ანდერძის თანახმად, მისი უფლებები გადაეცა მდივნებს: ელენე დიუკას და ოტო ნატანს. მემკვიდრეებს შორის იყვნენ 2 ვაჟი და ერთი ქალიშვილი : ჰანს ალბერტი, ედვარდი და მარგაროტი, რომლებსაც ასევე გარკვეული წილი ხვდათ მემკვიდრეობიდან. ყველა წერილობითი ნამუშევარი გადაეცა იერუსალიმში მდებარე ებრაულ უნივერსიტეტს. აინშტაინის დის, მაიას ცნობით, ალბერტი ბავშვობიდანვე იყო გატაცებული თავსატეხებით, სათამაშო გამოცანებით და მატემატიკური ამოცანებით. აინშტაინის ჰობი იყო ბინათმშენებლობა. ნაკლებად ინტერესდებოდა ველური ბუნებით და სპურტული შეჯიბრებებით. ასაკის მატებასთან ერთად, წიგნი აინშტაინის საუკეთესო მეგობარი გახდა. აინშტაინი ყოველთვის კარგი მოსწავლე იყო, განსაკუთრებით მატემატიკასა და ბუნებათმცოდნეობაში. არ იყო აქტიური სპორტსა და უცხოურ ენებზე, მაგრამ მაინც რაღაც გამოსდიოდა. ვერ ვიტყვით, რომ სულ "5" -ზე სწავლობდა. აინშტაინი უფრო ზარმაცობით გამოირჩეოდა. აინშტაინმა უმაღელესი სასწავლებელი 1896 წელს ოქტომბრის თვეში, შვეიცარიის ქალაქ აარაუში დაამთავრა და დიპლომიც მიიღო. დაქორწინდა 2 ჯერ. მან 1903 წელს ცოლად შეირთო მილევა მარიჩი, რომელიც აინშტაინთან ერთად სწავლობდა. 1919 წლის თებერვალში გაშორდნენ და ზუსტად 4 თვის შემდეგ, აინშტაინმა ცოლად შეირთო თავისი ნათესავი - ელზა ლოვინტჰალი. პირველი მეუღლისგან მას შეეძინა ორი ვაჟი, ხოლო მეორისგან ერთი ქალიშვილი. აინშტაინის სიმაღლე რეალურად 1.71-ია, მაგრამ 1923 წელს პასპორტში 1.75 ჩაუწერეს. აინშტაინმა ცურვა არ იცოდა, წყლის იმდენად ეშინოდა, რომ სამაშველო ჟილეტითაც კი ერიდებოდა შესვლას. არადა მას ჰყავდა ნავი, როდესაც ის წყალში მგზავრობდა ოჯახის წევრები ყოველთვის ნერვიულობდნენ. აინშტაინს მეუღლე და და ექიმი უკრძალავდა მოწევას, მაგრამ ის არ ეშვებოდა მისთვის საყვარელ პიპოს. აინშტაინი ხშირად ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელებსაც, მაგრამ სვავდა ცოტას, ერთი ჭიქა ღვინო ან კონიაკი საკმარისი იყო მისთვის. ალბერტს ძალიან მოსწონდა დონ კიხოტის, დოსტოევსკის და ძმები კარამაზოვების ნაწარმოები. აინშტაინის 12 პატენტი არსებობდა. დღესდღეობით აინშტაინის შთამომავლები კიდევ ცხოვრობენ დედამიწაზე, მაგრამ მათი არსებობა და სახელები გასაიდუმლოებულია. თამამად ვიტყვი, რომ აინშტაინი თანამედროვე მეცნიერების უდიდესი მეცნიერია. 1922 წელს ალბერტ აინშტაინი: " თუ ჩემი ალბათობის თეორია დამტკიცდა, გემანელები ჩემზე იტყვიან, რომ ის იყო ნამდვილი გერმანელი." გადავინაცვლოთ ალბერტ აინშტაინის მშობლებზე. მამა ფლობდა ელექტროქიმიის ქარხანას, ხოლო დედა იყო კლასიკური მუსიკის მოყვარული უბრალო დიასახლისი. როგორც იცით, აინშტაინმა ლაპარაკი გვიან დაიწყო, რაზეც მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი წეს-რიგს ჩაბარდა. აინშტაინის დღიურიდან: "ჩემს ბავშობიდან ორი რამ არ მავიწყდება, პირველი როდესაც ბიძიამ კომპასი მაჩუქა, ხოლო მეორე 12 წლის ასაკში, როცა ევკლიდური გეომეტრია გავიცანი..." აინშტაინს ასევე სჯეროდა პარანორმალური მოვლენებისაც, მისი აზრით, აპტონ სინკლერის "მეექვსე გრძნობა" რეალურ მოვლენებთან იყო დაკავშირებული. აინშტაინის წარმატებები, რომ ჩამოვთვალოთ ვერ მოვრჩებით. მის საუკეთესო წარმატებას წარმოადგენს "ზოგადი ფარდობითობის თეორია", "თეორიული ფიზიკა" და "ფოტოელექტრიკული ეფექტები". გამომგონებელი 1921 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. 1919 წელს მეცნეირებმა აინშტანის "ფარდობითობის თეორიის" დასამტკიცებლად მზის დაბნელებით ისარგებლეს და მზის გარშემო მდებარე ვარსკვლავების ფოტოები გადაიღეს. დაკვირვებების შედეგად, აინშტაინის ნაწინასწარმეტყველები დაადასტურეს. ამ ფაქტის შემდეგ ინგლისურ გაზეთებში ახალი სათაურები ჩნდებოდა: "ევოლუცია: ნიუტონის ფიზიკა აინშტაინმა დაამრცხა!" მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში აინშტაინზე ბევრი საუბრობდა, ბევრი კარგს იძახდა, მაგრამ ბევრიც აკრიტიკებდა. ჭორების თანახმად, აშშ-მ ატომური ბომბი აინშტაინის დახმარებით შექმნა. 1955 წელს, როდესაც აინშტაინი გარდაიცვალა, სიკვდილის წინა დღეებში აგროვებდა FBI-ის წინააღმდეგ დოკუმენტებს, ფურცლების რაოდენობა 1500 აღემატებოდა, მაგრამ ნამდვილი მტკიცებულება არ მოიძებნებოდა. აინშტაინი როგორც თეორიკოსი, ასევე იყო კარგი ექსპლორერიც. 1925 წელს მან ჟურნალში წაიკითხა ოჯახის ამოწყვეტის შესახებ. მაგ პერიოდში ქიმიკოსებს ჯერ არ ჰქონდათ აღმოჩენილი უსაფრთხო მაცივარაგენტი. აქედან გამომდინარე აინშტაინმა დაიწყო უსაფრთხო მაცივრების წარმოება. 1955 წელს გარადვლილიი ალბერტ აინშტაინი XX- საუკუნის უდიდეს მეცნიერად იქნა აღიარებული. მისი სხეულის გაკვეთისას, მეცნიერებმა ამოიღეს მისი ტვინი, რათა ეპოვნათ მნიშვნელოვანი მითითებები მეცნირების შესახებ. როგორც ცნობილია მეცნიერებმა მოახერხეს აინშტაინის ტვინის საიდუმლოს ახსნა, მაგრამ როგორც ჩანს მას საიდუმლოდ ინახავენ.... იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2301 12-ს მოსწონს
|