საზოგადოება როგორ გამოიყურება დღეს ჯოვანა ანტონელი - ჰადეს გმირი, ბრაზილიური სერიალიდან "კლონი" (+ფოტოები) 2017, 21 აგვისტო, 9:14 სახელი და გვარი: ჯოვანა ანტონელი დაბადების თარიღი: 18 მარტი, 1976 წელი დაბადების ადგილი: რიო დე ჟანეირო, ბრაზილია ეროვნება: ბრაზილიელი პროფესია: მსახიობი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი კარიერა: 1994 წლიდან ზოდიაქო: თევზები სიმაღლე: 164 სმ წონა: 54 კგ ბრაზილიელი მსახიობი, ჯოვანა ანტონელი, დაიბადა რიო დე ჟანეიროში, ხელოვანების ოჯახში. მისი მამა ოპერის მომღერალი გახლდათ, ხოლო დედა - ბალერინა. ასევე, ჰყავს უფროსი ძმა ლეონარდო, რომელიც პროფესიით ადვოკატია. ჯოვანამ კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. მან მონაწილეობა მიიღო საბავშვო გადაცემაში "Rede Manchete", როგორც წამყვანის თანაშემწემ. სამსახიობო ასპარეზზე, ჯოვანა გამოჩნდა ეპიზოდური როლით, სერიალში "Tropicaliente" ("ტროპიკანკა"). 2000 წელს, ახალგაზრდა მსახიობს პირველი პოპულარულობა მოუტანა სერიალმა "Laços de Família" ("ოჯახური კავშირები"), რასაც მოჰყვა ბრაზილიური ტელენოველა "O Clone" ("კლონი"). მასში შესრულებულმა მუსლიმი გოგონას, ჰადეს როლმა, ჯოვანა ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. ჯოვანა ანტონელი საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრებითაა გამორჩეული. 1997 წელს, მსახიობი ცოლად გაჰყვა პუბლიცისტ, რიკარდო მედინას, რომელსაც იგი სკოლის ასაკიდან იცნობდა. წყვილი 2001 წელს დაშორდა. 2002 წელს, ჯოვანამ ურთიერთობა გააბა მსახიობ მურილო ბენისიოსთან, რომელიც პარტნიორობას უწევს სერიალში "კლონი". მათ გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული რეალურ ცხოვრებაში გააგრძელეს. წყვილს ვაჟი, პიეტრო შეეძინათ. ჯოვანას და მურილოს ურთიერთობამ ხუთი წელი გასტანა, ისინი 2007 წელს დაშორდნენ. მურილო ბენისიოსთან დაშორების შემდეგ, ჯოვანა რეჟისორ ლეონარდო ნოგუერაზე დაქორწინდა, რომელთანაც ტყუპი გოგონები, ანტონია და სოფია შეეძინა. ფილმოგრაფია: 1994 - "Tropicaliente" ("ტროპიკანკა") (ბენვინდა) 1995 - "Tocaia Grande" ("დიდი ორთაბრძოლა") (რესუ) 1996 - "Xica da Silva" (ელვირა) 1998 - "Corpo Dourado" ("ოქროს სხეული") (ჯუდი) 1999 - "Força de Um Desejo" ("სურვილის ძალა") (ვიოლეტა) 2000 - "Laços de Família" ("ოჯახური კავშირები") (კაპიტუ) 2000 - "Bossa Nova" ("ბოსანოვა") (შერონა) 2001-2002 - "O Clone" ("კლონი") (ჰადე) 2003 - "A Casa das Sete Mulheres" ("შვიდი ქალის სახლი") (ანა და სილვა / ანიტა გარიბალდი) 2003 - "Maria, Mãe do Filho de Deus" ("მარია, დედა ღვთისმშობელი") (მარია) 2004 - "Da Cor do Pecado" ("ცოდვის ფერი") (ბარბარა) 2006 - "Minha Nada Mole Vida" (ბია) 2007 - "Amazonia" (ამაზონია") (დელზუიტე) 2007 - "Caixa Dois" (ანჯელა) 2007-2008 - "Sete Pecados" ("შვიდი ცოდვა") (კლარუსე) 2008 - "Casos e Acasos" (ჯამილე) 2008-2009 - "Três Irmãs" ("სამი და") (ალმა) 2009 - "Budapest" ("ბუდაპეშტი") (ვანდა) 2009-2010 - "Viver a Vida" ("განვლე ცხოვრება") (დორა ვილელა) 2010 - "Chico Xavier" ("ჩიკო ხავიერი") (სიდალია) 2011 - "Aquele Beijo" ("ერთი კოცნა") (კლაუდია) 2011 - "The Heartbreaker" ("გულთამპყრობელი") (ანა) 2012 - "As Brasileiras" ("ბრაზილიელი ქალი") (ჯიჯი) 2012-2013 - "Salve Jorge" ("მამაცი ქალი") (ელოიზა) 2014 - "Em Família" ("ოჯახში") (კლარა) 2014 - "S.O.S.: Mulheres ao Mar" ("S.O.S ქალები ზღვაში") (ადრიანა სოუზა) 1995-2015 - "Malhação" ("ახალგაზრდა გულები") (იზა პასკუალეტა) 2015 - "A Regra Do Jogo" ("თამაშის წესები") (აფინა) 2015 - "S.O.S.: Mulheres ao Mar 2" ("S.O.S ქალები ზღვაში 2") (ადრიანა სოუზა) 2016-2017 - "Sol Nascente" ("ამომავალი მზე") (ალისი) ჯოვანა ძმასთან ერთად ჯოვანა შვილებთან ერთად ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არიან ძმები, სარფი და მერტი, რომლებზეც კიდევ დიდხანს ისაუბრებენ (+ფოტოები) ბენსუ სორალი - ვინ არის ულამაზესი თურქი მსახიობი, სერიალიდან "ძმა" (+ფოტოები) ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) ებრუ იოზქანი - ვინ არის ულამაზესი თურქი მსახიობი, სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები) კეტრინ უინიკი - ვინ არის ლაგერტა, სერიალიდან "ვიკინგები" (+ფოტოები) 3048 4-ს მოსწონს
|