x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მნიშვნელოვანი პერიოდები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ყოველი ადამიანი, თავისი ცხოვრების მანძილზე, გარკვეულ ეტაპებს გადის, რომლის დროსაც მის ცხოვრებაში ცვლილებები ხდება და რომელიც მის მომავალს განსაზღვრავს. ეს შეიძლება იყოს უნივერსიტეტში ჩაბარება, ცხოვრების თანამგზავრის არჩევა, შვილის დაბადება და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანოა საკუთარი ცხოვრების საბედისწერო წლების ცოდნა. ეს ჰოროსკოპიც სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი.


image

image

ვერძი


ცხოვრებისეულ გზაზე ვერძებს უფრო მეტი გამარჯვება ელით, ვიდრე მარცხი. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის საბედისწერო ასაკი — 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66 და 76 წელი არის. განსაკუთრებული ყურადღება 40 წელს უნდა მიაქციონ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს კარდინალური ცვლილებები ცხოვრებაში მოწიფულ ასაკში ელით.

image

კურო


ახალგაზრდობაში კუროებს ყველა პირობა აქვთ სურვილების შესასრულებლად და ისრულებენ კიდეც, მაგრამ ამას მათთვის ბედნიერება არ მოაქვს. ჩვეულებრივ, ამ ნიშნით დაბადებულები, ცხოვრებით კმაყოფილები მხოლოდ 30 წლის შემდეგ არიან. გადამწყვეტი ასაკი მათ ცხოვრებაში — 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60 და 64 არის.

imageმარჩბივი


ცხოვრების მანძილზე ტყუპებს სხვადასხვა სახის უსიამოვნებისგან რაღაც უხილავი ძალა იცავს. ამას შეგვიძლია გამართლება ან მფარველი ანგელოზის დაცვა ვუწოდოთ, მაგრამ ფაქტი, ფაქტად რჩება. მარჩბივის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ასაკი — 10, 20, 30, 40, 50, 64, 70 და 80 წელი არის. აღნიშნულ პერიოდებში, ტყუპებს ყველაფერი თავისთავად გამოსდით, ხოლო იღბალი ყველანაირად ხელს შეუწყობს, მიზნების რეალიზაციაში.

image

კირჩხიბი


კირჩხიბების უმრავლესობისთვის გადამწყვეტი მომენტები 30 წლამდე, ძირითადად, პირად ცხოვრებას და რომანტიკულ ურთიერთობებს უკავშირდება. ხოლო, 30-ის შემდეგ, მათ ცხოვრებაში ისეთი მოულოდნელი რაღაცეები ხდება, რომლისთვისაც ისინი მზად არ არიან. აღნიშნული საზღვრის გადალახვის შემდეგ, კირჩხიბი იშვიათად განიცდიან იმედგაცრუებას და საბოლოოდ რომ არ დაკარგონ ცხოვრებისადმი ინტერესი, მათ განსაკუთრებული ყურადღება იმ მოვლენებს უნდა მიაქციონ, რომლებიც მათ ცხოვრებაში 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 60 და 75 წლის ასაკში მოხდება.

imageლომი


ცხოვრების გზაზე ლომები როგორც სასიხარულო, ისე სამწუხარო მოვლენებს შეხვდებიან. მაგრამ, იმის გამო, რომ ისინი ყველაფერს ისე ღებულობენ, როგორც საჭიროა, ადვილად ეგუებიან ცვლილებებს. მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასაკია — 19, 36, 40, 57, 60 და 76 წელი.

image

ქალწული


ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, პირად ცხოვრებაზე მეტად, კარიერა, პიროვნული ზრდა და ფინანსური პერსპექტივები აინტერესებთ. ამიტომ, ბევრი საბედისწერო მოვლენა მათ ცხოვრებაში, სწორედ ამ სფეროს უკავშირდება. მნიშვნელოვანი ასაკი ქალწულისთვის — 16, 21, 24, 32, 41, 50 წელი არის.

image

სასწორი


საბედისწერო პერიოდები, სასწორის ნიშნით დაბადებულებს, წარმატების მოპოვების შანსს აძლევს. ცხოვრების ამ პერიოდებში, განსაკუთრებული ყურადღების და გამბედაობის გამოჩენა არის საჭირო, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვან. ასეთი მნიშვნელოვანი ასაკი სასწორების ცხოვრებაში — 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64 და 72 წელი არის.

imageმორიელი


მორიელები მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარ თავს ებრძვიან და სრულყოფილებისკენ მიისწრაფვიან. ამის გამო, მათ ბედი აუცილებლად დააჯილდოვებს და ეს 15, 25, 30, 45, 50, 60 და 74 წლის ასაკში მოხდება.

imageმშვილდოსანი


ყოველი საბედისწერო წელი მშვილდოსანს უდიდეს ცხოვრებისეულ გაკვეთილს ჩაუტარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაკვეთილები ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება, ბოლოს და ბოლოს, სწორედ ეს გამოცდილება დაეხმარება მათ წარმატების და პირადი ბედნიერების მოპოვებაში. მნიშვნელოვანი ასაკი მშვილდოსნების ცხოვრებაში — 15, 19, 36, 38, 40, 45, 57 და 75 წელი არის.

imageთხის რქა


თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, საქმის წინასწარი დაგეგმვა არის. ამიტომ, რომელიმე ფაქტი ან მოვლენა მოულოდნელად რომა არ დაატყდეთ თავს, მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასაკი უნდა ჩაინიშნონ: 16, 21, 30, 31, 33, 41, 50, 57.

imageმერწყული


საბედისწერო პერიოდებში, მერწყულებისთვის ყველაფერი რადიკალურად იცვლება. მაგრამ, ამ ცვლილებების ჭეშმარიტ მასშტაბებს ისინი მხოლოდ წლების შემდეგ შეიგრძნობენ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ ასაკს: 12, 22, 24, 32, 42, 48, 50, 64, 72 წელს.

imageთევზები


თევზების ცხოვრებაში საბედისწერო — 12, 24, 30, 36, 45, 48, 52 და 60 წლის ასაკი არის. მაგრამ, ამ პერიოდში მომხდარი მოვლენები, საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოქმედებს თევზების ცხოვრებაზე.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* 3 რეჩევა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს, აღმოსავლელი ბრძენისგან!
* ყველაზე მოკლე ჰოროსკოპი
* რას არ გააკეთებენ არასდროს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
* ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ნომინაციები გაანაწილეს. ყველაზე: ძლიერი, სექსუალური, ვერაგი, ერთგული, კეთილი...
* უძველესი ჰოროსკოპი ზოდიაქოს 32 ნიშნისთვის
* მიწა, ცეცხლი, ხე, წყალი თუ მეტალი – თქვენ რომელი ხართ? გაიგეთ სიმართლე საკუთარ თავზე

2
18698
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
18698
  
2017, 18 აგვისტო, 16:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 18 აგვისტო, 11:45
დაველოდები 22 წელს :D
0 1 2