სხვა ლობიო თუ ოსპი, რომელი უფრო სასარგებლოა? 15 ოქტომბერი, 17:31 დიეტოლოგები მთელი მსოფლიოდან გვირჩევენ, ჩავრთოთ პარკოსნები რაციონში ჯანსაღი კვების გეგმის შედგენისას. ლობიო თუ ოსპი, რომელი ავირჩიოთ ორგანიზმისთვის მეტი სარგებლის მისაღებად?
პარკოსნები ამცირებს ქრონიკული დაავადებების და სიმსუქნის რისკს, ხელს უწყობს არტერიული წნევის და ქოლესტერინის დონის კონტროლს. შეიცავს მცენარეულ ცილებს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს და თუთიას. ოსპი ოსპი უფრო სწრაფად მზადდება, ვიდრე ლობიო. უფრო პატარაა და სწრაფად რბილდება და იხარშება. თუ ვსაუბრობთ ჯანსაღ ნახშირწყლებზე, ოსპში უფრო ნაკლებია, ვიდრე ლობიოში. სამაგიეროდ, მასში უფრო მეტი უჯრედისია. ოსპი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებს, მინერალებს და უჯრედისს. მას ცილების შემცველობის გამო ხორცის შემცვლელსაც უწოდებენ. რეგულარული მიღებით გულის დაავადების რისკი მცირდება. ლობიო არსებობს შავი, წითელი, თეთრი ლობიო, პარკი ლობიო, პინტო. გარდა ამისა, სოია, მუხუდო და ბარდა ზოგიერთი წყაროს მიხედვით ლობიოს სხვადასხვა სახეობას მიეკუთვნება. ოსპთან შედარებით ლობიო შეიცავს ნაკლებ უჯრედისს და ნაკლებ ცხიმს, მაგრამ მეტ ნახშირწყლებს. ამავე დროს უჯრედისის, ვიტამინების და მიკროელემენტების კარგი წყაროა. პასუხი კითხვაზე გამოდის, ლობიო და ოსპი კვებითი ღირებულებით ერთმანეთს არ ჩამოუვარდება. მათში ცხიმის შემცველობა მინიმალურია, მაგრამ საკმარის ვიტამინებს და ცილას შეიცავს. სხვა მხრივ, მათ შორის დიდი განსხვავება არ არის. სარგებელი და დადებითი მხარეები პარკოსნებში ცხიმის შემცველობა დაბალია და ქოლესტერინს არ შეიცავს, რაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.მათში ნატრიუმი დაბალია. ნატრიუმის ქლორიდი ან სუფრის მარილი ჭარბი მიღებისას ჰიპერტონიის განვითარებას ხელს უწყობს. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ნატრიუმის დაბალი შემცველობის საკვების მიღებით, როგორიცაა მარცვლეულ-პარკოსნები. პარკოსნები მცენარეული ცილების და რკინის წყაროა. ორგანიზმში რკინის დეფიციტი ითვლება არასწორი კვების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ შედეგად. მარცვლეულ-პარკოსნებიდან რკინის უკეთ ასათვისებლად რეკომენდებულია მათი შერწყმა C ვიტამინის შემცველ პროდუქტთან ერთად (მაგალითად, ოსპის წვნიანს მოასხით ლიმონის წვენი). პარკოსნები მდიდარია კალციუმით, რომელიც ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და დიდ როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელ და კუნთოვან სისტემებში. ეს პროდუქტები მდიდარია უჯრედისით, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ლობიო და ოსპი B9 ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. ის აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და მნიშვნელოვანია ორსულობის დროს ნაყოფის გასავითარებლად. მარცვლოვან-პარკოსნებს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ხელს უწყობს სისხლში შაქრის და ინსულინის დონის დარეგულირებას, ამიტომ იდეალურია დიაბეტიკებისთვის და წონის საკონტროლოდ. არ შეიცავს გლუტენს. ასევე დაგაინტერესებთ: ოსპს და ყვავილოვან კომბოსტოს აღარ ვხარშავთ: 5 პროდუქტი, რომელთა უმად ჭამა სასარგებლოა 5 პროდუქტი, რომელიც კოლაგენის გამომუშავებას აძლიერებს: კანს აუმჯობესებს ბადრიჯნის ყიდვის დროა: რა სარგებელი აქვს და რა მოვამზადოთ მისგან ჯანსაღი კაკალი და მათი თვისებები – რატომ უნდა მივირთვათ ყოველდღე საზამთრო თუ ნესვი - რომელი უფრო სასარგებლოა? 381 1-ს მოსწონს |