საზოგადოება გაუპატიურების მცდელობა თბილისში და "გულგრილობა" (+ფოტოები) 2017, 16 აგვისტო, 8:06 ღამის 4 საათზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ამაღელვებელი სტატუსი
გამოაქვეყნეს. შუა ვაკეში ღამის 12 საათზე გოგონას თავს დაესხა
მამაკაცი, რომელმაც იძალადა და სხეული დაუზიანა. ყვირილზე რეაქცია
არავის ჰქონია. მსხვერპლმა გაქცევა მოახერხა, პირველივე მაღაზიაში
შეაღწია სადაც უთხრეს, ყვირილი გავიგეთ, მაგრამ გვეგონა ბავშვები მაიმუნობდნენო. პატრულიც გამოიძახა. გამომძიებლის ქმედებაზე სტატუსიდან ამონარიდს უცვლელად გთავაზოვთ. "გოგონა იძახებს პატრულს, რომელსაც მიჰყავს განყოფილებაში. ვაკის გამომძიებელი, ვინმე ლევანი ადგენს ოქმს, სადაც საერთოდ არ აღნიშნავს სექსუალური ძალადობის შემცველ არც ერთ ქმედებას, არ აღნიშნავს ფიზიკურ დაზიანებებს, რომელიც გოგონას აღენიშნებოდა (და საბედნიეროდ ამის ფოტო-მასალა არსებობს, რასაც დავურთავ ამ პოსტს) და იჩენს აბსოლუტურ გულგრილობას აღნიშნულის მიმართ. როგორც მეგობარი მიყვება, იმდენად განერვიულებული და დასტრესილი იყო, იმ მომენტში ვერ მიაქცია ამ დეტალებს ყურადღება. ამბობს, რომ იმ ჩვენებაში, რაც გამომძიებელმა შეადგინა, ხულიგნობას უფრო გავს, ვიდრე გაუპატიურების მცდელობას!! და ეს ყველაფერი არ არის - ჩემი მეგობარი იღებს "მეგობრულ რჩევას" გამომძიებელ ლევანისგან, რომ არ უთხრას ეს ამბავი არავის, რადგან ჭორაობას დაიწყებენ და არ გაწყობსო". "ანუ არ უნდა ამოვიღოთ ხმა იმაზე რომ ქუჩაში ჩვენი გაუპატიურება უნდათ, რადგან ამის თავად ჩვენ, მსხვერპლებს უნდა გვრცხვენოდეს?!". სტატუსის ავტორი ეჭვობს რომ ამ ამბის მიჩქმალვა სურთ და ფეისბუქზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თაგავს. 1729 შეფასება არ არის |
თუმცა ჩემში ეჭვს არ იწვევს. თქვენი აზრია ეს, ცალსახა ნამდვილად არ არის.