ჯანმრთელი კვება ბულგარული წიწაკისა და პომიდვრის კონსერვი ზამთრისთვის- უმარტივესი რეცეპტი 2017, 16 აგვისტო, 9:48 უამრავი დიასახლისი ემზადება ზამთრისთვის, ზამთარში კონსერვირებული პროდუქტები კი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი საკვებია. წარმოგიდგენთ ბულგარული წიწაკისა და პომიდვრის კონსერვის მარტივ რეცეპტს, თქვენ დაგჭირდებათ: 3კგ პომიდორი 8 კბილი ნიორი მარილი ნახევარი ჭიქა მწვანილი მწარე წიწაკა 2 ცალი ბულგარული წიწაკა 4კგ შაქარი 1, 5 ჭიქა დაჭერით პომიდორი (უკეთესია თუ კანს გააცლით) გაატარეთ ხორცის გასატარებელ მანქანაში, გააჩერეთ 15-20 წუთი შემდეგ გაატარეთ ბულგარული წიწაკა და აადუღეთ 20 -25 წუთი, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ნიორი, შაქარი, მარილი, მწვანილები და წიწაკა. მოხარშეთ კიდევ 5 წუთი და ჩაასხით სტერილურ ქილებში, შემდეგ კი მოხუფეთ. საინტერესო სტატიები: გარგარის ნატურალური წვენი ზამთრისთვის-უმარტივესი რეცეპტი როგორ შევინახოთ ატამი ზამთრისთვის, მარტივი მეთოდი 3608 3-ს მოსწონს
|