სისხლის სამართალი მოსკოვში,პლაჟზე ჩაძინებული ბიზნესვუმენი გააუპატიურეს 2017, 15 აგვისტო, 19:04 ინციდენტი მოხდა მოსკოვში გონჩაროვის პარკში. მოსკოვში გონჩაროვის პარკის პლაჟზე ძალადობის მსხვერპლი გახდა მოსკოველი მეწარმე ქალი. დაზარალებულმა განაცხადა, რომ დასვენების დროს პლაჟზე მუცელზე წამოწვა და ჩაეძინა, გაეღვიძა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგრძნო, რომ მას მამაკაცი ეჯდა ზემოდან და "მასზე სექსუალური ხასიათის ძალადობას ანხორციელებდა", РЕН ТВ-ის ინფორმაციით მოძალადე სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ფოტოზე: გონჩაროვიც პარკის პლაჟი ანალოგიური ფაქტი მოხდა მაისის ბოლოს მოსკოვში, როდესაც გვიან ღამით ნაქეიფარ 34 წლის ქალბატონს ტაქსში ჩაეძინა და როდესაც გაეღვიძა, აღმოაჩინა, რომ ტაქსის მძღოლი და კიდევ ერთი მამაკაცი მის გაუპატიურებას ცდილობდნენ.ქალმა კივილი ატეხა, ამის შემდეგ მამაკაცებმა ქალი გაძარცვეს და მანქანიდან გადმოაგდეს.დაზარალებულის განცხადებით დამნაშავეებმა გაიტაცეს ბეჭედი, საათი, მობილური ტელეფონი და ფული.მთლიანად 200 ათასი რუბლის ღირებულების. 2175 6-ს მოსწონს 1-ს არა
|