დიეტოლოგია თუ სწორედ მომზადებულ ჯანჯაფილის ჩაის მიიღებთ, კვირაში 3-4 კგ. დაიკლებთ! შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ! 2017, 17 აგვისტო, 11:10 ამ საოცარი მცენარის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. მისი მიღება შესაძლებელია როგორც ნედლი, ისე – მშრალი სახითაც. მისგან ამზადებენ ნაყენს, ჩაის, ნახარშს. სვამენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და ასევე პროფილაქტიკის მიზნით. ჯანჯაფილისთვის დამახასიათებელი სუნი და გემო კავშირშია მასში შემავალ ისეთ ნივთიერებებთან, როგორიცაა: ზინგერონი (zingerone), შოაგოლი (shogaols), ჯინჯეროლი (gingerols – ეფექტური ნივთიერება მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის). მასში აღმოჩენილია ლიპიდები, სახამებელი. ამასთან, მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები C, B1, B2, A, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, თუთია, ნატრიუმი და კალიუმი. ასევე ცნობილია, რომ ჯანჯაფილი შეიცავს ეთერზეთებს, ფელანდრინს, ცინეოლს, ბორნეოლს, ციტრალს.
ჯანჯაფილის ფესვი განსაკუთრებით სასარგებლო ქალის ორგანიზმისთვის. საკმაოდ პოზიტიურად მოქმედებს საშვილოსნოზე. მენსტრუალური ციკლის დროს ხსნის ტკივილებს. ამასთან, ეს მცენარე აქტიურად უწყობს ხელს წონაში კლების პროცესს მისი რამდენიმე თვისების წყალობით: 1. სითბოს გამოყოფის გაძლიერება ჯანჯაფილი ზრდის თერმოგენეზს – სითბოს წარმოქმნის პროცესს. ეს კი თავის მხრივ ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესზე გავლენას ახდენს და აჩქარებს, მათ შორის – კალორიების ხარჯვაზე. 2. საფაღართო ეფექტი ამის წყალობით ჯანჯაფილი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სისტემის ნორმალურ მუშაობას – დროულად გამოაქვს ორგანიზმიდან ყოველივე ზედმეტი. ამასთან, გაზების წარმოქმნის ბლოკირებას ახდენს, რითაც ვიზუალურად მუცელს უფრო ბრტყელს აჩენს. 3. ჰორმონალური ფონის ნორმალიზება ეს საოცარი მცენარე ხელს უშლის ისეთი ჰორმონის ზედმეტ გამომუშავებას, როგორიცაა კორტიზოლი, რომელიც ცხიმების დაყოფის ბლოკირებას ახდეს. ძალიან სასარგებლოა ჯანჯაფილის ჩაის მიღება. თუმცა, ერთი ფინჯნისგან ეფექტს ნუ დაელოდებით. ეს სასმელი უნდა მიირთვათ რეგულარულად (თუ ადამიანთა იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებით, ვისთვისაც არ შეიძლება მისი მიღება – იხ. დანართი), რათა ზედმეტი კილოგრამებისგან სწრაფად გათავისუფლდეთ და კანის მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ.
გთავაზობთ ჯანჯაფილის ჩაის გამოცდილ რეცეპტებს: ![]() გასახდომი ჩაის მოსამზადებლად, საჭიროა გახეხოთ 30გრ. ჯანჯაფილის ფესვი მსხვილ სახეხზე, დაასხით 300 მლ. ცივი წყალი, დაადგით გაზქურაზე, დააფარეთ ხუფი და მიიყვანეთ დუღილამდე. ადუღეთ 15-20 წუთი დაბალ ცეცხლზე. როცა გაგრილდება მიირთვით ჭამამდე 30 წუთით ადრე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი მიღება არ არის რეკომენდირებული საღამოს. ასევე, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩ.კ. თაფლი და ლიმონი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაგრილდება, რადგან მდუღარე წყალში ეს ორი არაჩვეულებრივი პროდუქტი კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს. ასევე შეგიძლიათ ჯანჯაფილი შავ ჩაისთან ერთად მიირთვათ. გახეხეთ ჯანჯაფილის ფესვი 2 სმ. და მოხარშეთ ჩაიდანში შავ ჩაისთან ერთად. სასმელი 30 წუთის მანძილზე უნდა იხარშებდეს. ჯანჯაფილის სასარგებლ თვისებები კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ის უფრო მეტად მატებს მხნეობას, ვიდრე სხვა ნებისმიერი სასმელი, რომელიც კოფეინს შეიცავს.
ამასთან, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები – ჯანჯაფილზე უარი უნდა თქვან ფეხმძიმეებმა და მეძუძურმა დედებმა. ასევე, იმ ადამიანებმა, ვისაც სისხლძარღვოვანი დისტონია აქვს. არ არის რეკომენდირებული ჰიპერტონიის, შარდკენჭოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიმდინარე ანთებითი პროცესების დროს. ასევე დაგაინტერესებთ: ადამიანთა 4 კატეგორია, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ჯანჯაფილი! ჯანჯაფილის ძალა – 4 სამკურნალო სასმელი, რომელიც ორგანიზმში ანთებას აქრობს და ვირუსებს ანადგურებს რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად ერთი თვის მანძილზე ჯანჯაფილს მიიღებთ ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი როგორ დავიკლოთ ეფექტურად 17 დღეში: სასარგებლო დიეტა ყველასთვის – ექიმი დიეტოლოგი რაფაელ მორენო თუ ლუდი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! 2198 11-ს მოსწონს
|