x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
300 მილიონიანი ზურმუხტის მფლობელი გაძარცვის შიშით ცხოვრობს და საკუთარ ვინაობას მალავს

image ძვირადღირებული ზურმუხტის ქვა წონით 360 კგ და სიმაღლით 1, 3 მეტრი აღმოაჩინეს 2017 წლის მაისში ბრაზილიაში კარნაიბას სამთომომპოვებელ რეგიონში. ზურმუხტის მფლობელი–იმ შახტის მფლობელია, სადაც აღმოჩენილ იქნა ეს ძვირფასი ქვა. საჯაროდ შახტი, სადაც იპოვეს ეს ქვა არ დაზუსტებულა პრესით და მედიით, რადგან ასე ისურვა შახტის და ძვირფასი ქვის მფლობელმა. ქვის ადგილსამყოფელი მკაცრადაა გასაიდუმლოებული, რადგან ოჯახი გაძარცვის შიშით არ ამხელს საკუთარ ვინაობას. მალე ძვირფას ქვას ერთი კონფიდენციალური ადგილიდან სხვა უფრო საიმედო ადგილზე გადაიტანენ გაძლიერებული დაცვის თანხლებით შესანახად.
"მე არ გამიხმაურებია ინფორმაცია ქვაზე, რადგან არ მინდა ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლით გავრისკო"–აცხადებს ქვის მფლობელი პირად საუბარში ერთერთ გამოცემასთან, რომელსაც ანონიმურობის გარანტიით მისცა ინტერვიუ.
გაძარცვის შიში დაფუძნებულია ბრაზილიაში კრიმინალურ მდგომარეობასთან, ბრაზილია კრიმინალის მხრივ ერთერთი ყველაზე "მოწინავეა" მსოფლიოში. ძარცვისას კრიმინალები ხშირად იყენებენ ავტომატურ ცეცხსასროლ იარაღს და ასაფეთქებელ საშუალებებს.
გიგანტური ზურმუხტი იპოვეს 200 მეტრის სიღრმეზე შახტში ქალაქ კარნაიბაში, ბაიას შტატში, ბრაზილიის ჩრდილოეთ მხარეში. კარნაიბას რაიონში აქტიურად მიდის სამთო სამუშაოები ძვირფასი წიაღისეულის მოსაპოვებლად. 10 მეშახტისაგან შემდგარი ჯგუფი დიდხანს მუშაობდა აღნიშნული გიგანტური ზურმუხტის ამოსაღებად.
შესრულებული სამუშაოს და ანონიმურობის დასაცავად შახტის და ქვის მფლობელმა მეშახტეებს საკმაოდ სოლიდური გასამრჯელო გადაუხადა.
ზურმუხტის წონა ექსპერტის შეფასებით დაახლოებით–180 ათასი კარატია.
ასევე ექსპერტების შეფასებით ქვის ღირებულებაა 238 მილიონი ფუნტი სტერლინგი!
ქვის მფლობელმა ერთერთ ცნობილ, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე საიტზე დადო თავისი ტელეფონის ნომერი (რომლის მფლობელის ანონიმურობაც დაცულია) და მას უკვე ურეკავენ ქვის შეძენის მსურველები ევროპიდან, არაბეთის საემიროდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან.
ზურმუხტი ნაპოვნი იქნა იმავე შახტში, სადაც 16 წლის წინ ნაპოვნი იქნა ცნობილი 340 კილოგრამი წონის მქონე ზურმუხტის ქვა, რომელიც "ბაიას" ზურმუხტის ქვადაა ცნობილი და მთელი 20 კილოგრამით ნაკლებია მაისში აღმოჩენილ ქვაზე. ზურმუხტი "ბაია" არალეგალურად იქნა გადატანილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და წლების მანძილზე იყო აშშ–ს და ბრაზილიის მთავრობებს შორის დავის საგანი.
დღეისათვის ტარდება პროცედურები ზურმუხტის ქვის მისი მფლობელისათვის ოფიციალურ დონეზე გადაცემასთან დაკავშირებით, მფლობელს კი აქვს უფლება: გაყიდოს ქვა ან გადასცეს მუზეუმს. სპეციალისტების თქმით დაუმუშავებელი ზურმუხტის ქვა საიუველირო დანიშნულებით ნაკლებადაა საინტერესო, ის უფრო დააინტერესებს კოლექციონერებს.
imageimageimageimageimageimage ასე გამოიყურება სამთომომპოვებელი რეგიონი კარნაიბა, ბრაზილიის ბაიას შტატში
image






0
323
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0