მსოფლიო რის გაკეთებას აპირებდა ჰიტლერი საბჭოთა კავშირის დაპყრობის შემთხვევაში? 2017, 12 აგვისტო, 12:04 ![]() აღმოსავლეთ ევროპის მატერიკზე ჰიტლერი ფაშისტურ იტალიასთან ერთად ბატონობას აპირებდა.რუსეთი და მისი "შემოგარენი"(ბალტიისპირეთი, ბელორუსია, კავკასია) გერმანიის საკუთრება გახდებოდა. 1941 წლის 1 მარტის დოკუმენტში ზუსტად იყო გაწერილი გეგმა, რომელიც ვისლიდან იწყებოდა და ურალის მთებით მთავრდებოდა.ჯერ მთლიანად უნდა გაეძარცვათ ყველაფერი.ამ მისიის სახელწოდება იყო "ოლდენბურიგის გეგმა" და მისი მოწესრიგება ჰერმან გერინგს დაევალა. საბჭოთა კავშირი 4 ინსპექტორატად უნდა დაყოფილიყო: 1)გილშტინია(ცენტრი ყოფილი ლენინგრადი) 2)საქსონია(ცენტრი ყოფილი მოსკოვი) 3)ბადენი(ცენტრი ყოფილი კიევი) 4)ვესტაფილია(ცენტრი ყოფილი ბაქო) რას შეეხება სხვა ტერიტორიებს ისიც მესამე რეიხის ტერიტორიას უნდა შეერთებოდა.მაგალითად ყირიმი:"ყირიმი მთლიანად უნდა გაიწმინდოს ადგილობრივი მაცხოვრებელებისგან, იქ დასახლდებიან მხოლოდ გერმანელები, მას შეურთდება ჩრდილოეთ ტავრია, რომელიც ასევე რეიხის შემადგენლობაში შევა." ეკონომიკურ-ადმინისტრაციული მმართველობას ინპექტირებას გაუკეთებდნენ 12 ბიურო და 23 კომენდატურა.ყველა პროდუქტის მარაგი, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს და კოლმეურნეობებს ჰქონდათ სოფლის მეურნეობის მინისტრის ჰერბერტ ბაკეს(სხვათა შორის საქართველოში, კერძოდ ბათუმში დაიბადა) კონტროლის ქვეშ ექცეოდა. ![]() შედეგად ყოფილი საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო 7 სახელმწიფოდ, რომლებიც გერმანიის "ფეოდალური დანამატები" უნდა გამხდარიყვნენ.ფიურერი ამ ქვეყნების მეთაურებად მის ყველაზე ერთგულ ქვეშემრდომების დანიშვნას აპირებდა.ჰიტლერი ოცნებობდა ყოფილი სსრკ- გერმანელებისთვის სამოთხედ ექცია. დაპყრობილ მიწებზე ფიურერი გერმანელების დასახლებას აპირებდა, მისი სურვილი იყო გერმანელების გამრავლება და გაძლიერება.ჰიტლერი აცხადებდა, რომ "სხვა ერების ადვოკატი ვერ იქნებოდა". გერმანულ კოლონიებში ჰიტლერი გეგმავდა აეშენებინა ყოველმხრივ კეთილმოწყობილი ელიტური სოფლები და ქალაქები. გერმანულ კოლონიებში დაგეგმილი იყო 50 მილიონი მკვიდრი მოსახლეობის დატოვება(რუსები, ბელორუსები, უკრაინელები, კავკასიელები, ბალტიისპირელები), ამ ხალხების მოვალეობა გახლდათ "მომსახურეობითი ფუნქცია." დანარჩენის კი ურალს იქით ხრიოკ მიწებზე გადასახლება იგეგმებოდა. ჰიტლერი გეგმავდა დამონებული ერები ყველაზე დაბალი განვითარების დონეზე ყოფილიყვნენ.."იმისთვის, რომ არ აბუნტებულიყვნენ", ასიმილაცია "წმინდა სისხლის არეილებთან" სასტიკად იკრძალებოდა.გერმანელებს ცალკე უნდა ეცხოვრათ და იგეგმებოდა მათი გაძლიერებული დაცვა აბორიგენი მოსახლეობისგან თავდაცვის მიზნით. დამონებულ ერებს ეკრძალებოდათ:სწავლა, ჯარში სამსახური, მკურნალობა და თეატრში სიარული.ერთადერთი რის ნებაც დართო ფიურერმა, ეს იყო მუსიკის მოსმენა, რადგან მისის აზრით მუსიკა შრომისნაყოფიერების გაზრდას უწყობდა ხელს. ![]() 3986 7-ს მოსწონს 1-ს არა
|