x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებსაც ოდესმე უცხოვრიათ, ზელენსკი შესაძლოა საუკეთესო ვაჭარი იყოს"-დონალდ ტრამპი

imageამერიკის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი კანდიდატი დონალდ ტრამპი პირობას იძლევა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარებების გამოყოფის საქმეებს გამოიძიებს ამის შესახებ მან დეტროიტში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტს ტრამპმა პოლიტიკოსებს შორის "ისტორიაში საუკეთესო ვაჭარი" უწოდა, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტების შემდეგ კიევში მილიარდებით ბრუნდება.


დეტროიტში აფროამერკულ ეკლესიაში გამოსვლის დროს, რომელსაც დაახლოებით 200 კაცი ესწრებოდა, დონალდ ტრამპმა ჯერ ჯო ბაიდენი „ინფლაციურ ხარჯებში“ დაადანაშაულა. შემდეგ მან გააკრიტიკა ბაიდენის ერთგულება უკრაინის მიმართ, უკრიანის პრეზიდენტზე კი შემდეგი განაცხადა:


„იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებსაც ოდესმე უცხოვრიათ, ზელენსკი შესაძლოა საუკეთესო ვაჭარი იყოს. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, უკან 60 მილიარდით ბრუნდება. სახლში მიდის და აცხადებს, რომ კიდევ 60 მილიარდი სჭირდება. ეს არასდროს სრულდება. მე ამ საკითხს პირველ რიგში მოვაგვარებ, როდესაც თეთრ სახლში არჩეულ პრეზიდენტად შევალ“, - განაცხადა ტრამპმა.

0
152
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0