ფოტოგრაფია ერთი წამით ადრე- ფოტოსურათები, რომლებზეც საოცრად დაჭერილი კადრებია აღბეჭდილი 2017, 10 აგვისტო, 9:21 როგორც წესი, კარგი ფოტოსურათის გადასაღებად საჭიროა საკმარისი განათება, საინტერესო პოზა და უამრავი კადრი, მაგრამ თუ გაგიმართლათ, შეძლებთ დაიჭიროთ იდეალური კადრი და მაშინ ჯადოსნური სამყარო გადაიშლება მნახველის თვალწინ.
![]() გოგონა საპნის ბუშტში ![]() ამ სურათის ავტორმა შეძლო იმ მომენტის დაჭერა, როცა საპნის ბუშტმა არნახულ ზომას მიაღწია მორმანის ეფექტი ![]() ერთი პატარა მოცურავე საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, რათა ეს უცნაური ქალთევზა აღებეჭდა ფოტოზე. მარცხი ![]() თუმცა ეს ფოტოსურათი არც ისე უწყინარია, როგორც წინა ფოტოები, მიუხედავად ამისა, მასზე მართლაც კულმინაციური მომენტია დაჭერილი. მთქნარება ძაღლი ![]() მაინც როგორი იყო შანსი იმისა, რომ ეს მომენტი დაეჭირა ფოტოგრაფს? ზვიგენის გამოჩენა ![]() სურათზე აღბეჭდილია, თუ როგორ ამოდის ზვიგენი წყლიდან. სითხის ზედაპირული დაჭიმულობა საოცარ ეფექტს ქმნის. კაცი, რომელსაც ნამცეცა ქუდი ახურავს ![]() სავარაუდოდ, ეს "ქუდები" სადგურის ბაქნის კედელზე განთავსებული რეკლამის ნაწილია, თუმცა ფოტოგრაფმა შეძლო მისი დაჭერა ზუსტად მამაკაცის თავზე. ცელქი მაიმუნი ![]() ამ პატარა ეშმაკუნა მაიმუნმა თავი ვერ შეიკავა, რომ ქალის აფრიალებული კაბის ქვეშ არ შეეხედა. თევზჭერა ![]() ეს საოცარი ფოტო გვიჩვენებს თევზის უკანასკნელ გამოხედვას, სანამ მას მშიერი ფრინველი გადაყლაპავს. ბარმენი სექსუალური ფეხებით ![]() ის, თუ როგორ პოზიციაშია ბარმენის ზედატანი და კლიენტის ფეხები - ფოტოზე გასაოცარ ეფქეტს ქმნის. ვეშაპების ამოსვლა წყლიდან ![]() ეს ჩემი ფავორიტი ფოტოა ამ კრებულიდან. ვეშაპები ეფემერულად მოჩანან მეთევზის პატარა ნავის გვერდით. ბიჭუნა წყლის შლიაპით ![]() ფოტოგრაფმა გადაიღო კადრი, როცა ბიჭუნას თავზე წყალს ასხამენ. წყლის ზედაპირული დაჭიმულობა იძლევა ეფექტს, თითქოს ბავშვს თავზე ქუდი ახურავს. ზარმაცი ჯარისკაცი ![]() ალბათ ეს ჯარისკაცი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი დამთქნარება უკვდავყოფილი იქნებოდა ამ ფოტოსურათით. გოგონა ძაღლის სახით ![]() შეურაცხმყოფელია, როცა ვინმეს ეუბნებიან, ძაღლის სიფათი გაქვსო. ამ შემთხვევაში ეს გამოთქმა მაქსიმალურადაა მიახლოებული რეალობასთან. ლედი ელვა ![]() მაინც როგორი იყო შანსი იმისა, რომ მეხი ზუსტად თავისუფლების ქანდაკებას დაარტყამდა იმ მომენტში, როცა ფოტოგრაფი სურათს იღებდა. 936 12-ს მოსწონს
|