სამეგრელო და ზემო სვანეთი განმუხურში ჯემ ფესტზე ირანელი ნარკორეალიზატორი დააკავეს 2017, 8 აგვისტო, 8:53 შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად სოფელ განმუხურში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალის JEMFEST-ის ტერიტორიაზე ორი საქმე გახსენეს.დაკავებულია 36 წლის ირანი მოქალაქე, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის 6 ფირფიტა, 3 აბი მეტადონი, მდმა-ს 2 ფირფიტა და 26 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა.დაკავებული მამაკაცი დანაშაულს აღიარებს. ამის გარდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე 1981 წელს დაბადებული სეიედ ფურია რაზავი.ირანელი ნარკორეალიზატორის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდი, მდმა, ტეტრაჰიდროკარაბინოლი და მეტადონი. 108 3-ს მოსწონს 1-ს არა
|