სამეგრელო და ზემო სვანეთი "ეჰ.. არ მორჩა სამეგრელოს დაცინვა!" - თამარ ბელქანია 17 აგვისტო, 16:51
წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში წერს:
''სამეგრელოში ბავშვების უმეტესობა შიმშილობს და რეალურად ნომერ პირველი პრობლემა სოციალური სიდუხჭირეა და ამ დროს ხელისუფლებამ კუთხეებს დედაქალაქიდან გვარის მიხედვით შეურჩია, მოარგო ე.წ დელეგატები, რომლებიც თურმე რეგიონებიდან, სოფლებიდან ხალხის პრობლემებს გააჟღერებენ. აქ ოთხ მუნიციპალიტეტში ისეთი მოავლინეს სანამ ოთხიდან ჯერ ერთხელაც არ ნამყოფ(!) სამ მუნიციპალიტეტს გაიცნობს კი გაძვრება ადამიანს სული.
ისევ განაგრძობენ ხალხის დაცინვას. ადრე იყვნენ გეპეიში ტიპები რომლებიც სტუდენტებს საგამოცდოდ ფულზე ნახაზებს უხაზავდნენ. ყველამ ყველაფერი იცოდა და ლექტორები ლექტორების ნახაზებში წერდნენ ნიშანს. ასე აპირებენ ეტყობა სხვას "შეუკვეთონ" სოფლად არსებული პრობლემების არსში დედაქალაქიდან გაცნობა. რაც შეიძლება დამაჯერებელი თანდასწრების ეფექტებით მის მოყოლას ასევე ნაყიდი ტელეეთერებიდან. ამიტომ არ ჯერა და დისტანცირდა რეგიონებში ხალხი პოლიტიკისგან. ისე მეგრული ნათქვამია "ჭუჭელს ჭუჭელ ალაფალნსია". ( ჯინჭარის გვერდით ჯინჭარი ხარობსო) პ.ს რა დრამატულია არჩევნების ბოლო აგვისტოდან დავლურივუთ რომ შემოურბენენ რეგიონებს მოსახდელივით და მერე ცენტრალური არხებიდან ისევ გეპეის სტუდენტებივით რომ ამტკიცებენ, სხვისი ნახაზის ავტორობას. და უფრო დიდი დაცინვა- დელეგატად სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზზე დაგვინიშნეს რუსული კანონის მომხრე პარლამენტარის შვილი. ანუ პოლიტიკა უკვე ოჯახური ბიზნესის ნაწილი გახდა მართველი პარტიისთვის. თან რუსული კანონით! ეჰ.. არ მორჩა სამეგრელოს დაცინვა!'' 568 2-ს მოსწონს
|