x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფოთში ახალგაზრდა რუსი ტურისტი დაიხრჩო
image

ფოთში, მალთაყვას სანაპიროზე დამსვენებლების გაფრთხილების მიუხედავად, ზღვაზე მოსალოდნელი 4 -5 ბალიანი შტორმის შესახებ, რუსი ტურისტები - ახალგაზრდა კაცი და ქალი მაინც შევიდნენ ზღვაში და უგუველყვეს ზღვაში აღმართული გამაფრთხილებელი წითელი ალმები. მაშველის, თეიმურაზ შონიას განცხადებით, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეძლეს, ხოლო 25 წლის მამაკაცის ცხედრის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.



ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.



"​ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მაშველებს ახალგაზრდა ქალმა მისცა, რომელიც ზღვიდან მაშველებმა ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს.


​ამ დროისათვის მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს:

დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1, 5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.

ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს!

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები!"-იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალური გვერდი.

image

1
101
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
101
  
2018, 10 აგვისტო, 1:11
მთვრალი იქნებოდა რუსი...
0 1 1