სამეგრელო და ზემო სვანეთი 18 წლის აბიტურიენტის დაღუპვის ახალი დეტალები 2022, 10 ივლისი, 11:34 9 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კოკში უბედური შემთხვევა მოხდა. 18 წლის აბიტურიენტი ალექსი ბუაძე ელექტრო ბოძზე ავიდა და მას სავარაუდოდ, დენმა დაარტყა, რ ის შემდეგაც დაიღუპა. „საშინელება ხდება სოფლის ცენტრში, შუქიც ჩაქრა და ზუსტად რა მოხდა არ ვიცით, მანამდე დაიღუპა ალექსი თუ ბოძზე ასვლისას. მე ავადმყოფი მეუღლე მყავს და ვერ ვტოვებ მარტოს. საშინელი კივილის ხმა მესმის”, - განაცხადა ბიჭის მეზობელმა.ახალგაზრდა ბიჭს დედ-მამა და გათხოვილი დები ჰყავს. ტრაგედიის გარშემო ახალ დეტალებს გამოცემა "სენაკის ქრონიკა"ავრცელებს. ახალგაზრდები სოფელში ფეხბურთს თამაშობდნენ და შუქი ჩაქრა. ის ავიდა განათების ბოძზე, რომელიც სტადიონს ანათებდა. ამ დროს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა და ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ 18 წლის ბიჭს კონტაქტის შემოწმება სურდა, რა დროსაც სავარაუდოდ, ხელი დენის სადენს მოჰკიდა, რომელიც დაცული არ იყო. შემთხვევის დროს ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ბიჭმა ხმამაღლა დაიყვირა და ძირს დაეცა. გარდაცვლილი ბიჭი აბიტურიენტია და მას პირველი გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდა. 535 4-ს მოსწონს
|