სხვა ფსიქიატრების დასკვნები, რომლებიც შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას 2017, 7 აგვისტო, 16:29 ![]() 2."სიმწარემდე ტკბილი"–გეცნობათ ეს ფრაზა? უკიდურესი ტკბობის წუთებში, სამოთხეს "მიმაგრებული" ჯოჯოხეთი აქტიურდება. ტვინის სიღრმისეულ ემოციურ მექანიზმში არის რაღაც ქანქარას მსგავსი: რაც მეტია გადახრა ერთ მხარეზე, იმდენად მეტია მეორეზეც. რაც უფრო ძლიერია ტკბობა, შემდეგ ამდენადვე ძლიერია ტანჯვა. ეს პრინციპი საოცარი მუდმივობით მეორდება ბიომოლეკულებში, უჯრედებში და ტვინის სხვა, არაემოციურ სისტემებშიც კი! აი, რატომ უნდა გჯეროდეთ, რომ "ესეც გაივლის". არაფერია მუდმივი და სიხარულს ტანჯვა მოსდევს (სამაგიეროდ, ასეა პირიქითაც). 3.მოკლევადიანი მეხსიერების გრძელვადიანში გადასვლა–ეს არის მოძრავ– არამყარ მოვლენათა გადაქცევა რაღაც მყარ სახეცვლილებებად. კვალის განმტკიცებისთვის აუცილებელია გარკვეული კრიტიკული დრო. მაგ: იზუთხავთ ტექსტს, მაგრამ ორი წუთის შემდეგ აღარაფერი გახსოვთ. როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა? წაკითხვის შემდეგ სრულიად გადაერთეთ სხვა რამეზე, შემდეგ, თავს ცოტაოდენი ძალა დაატანეთ და ეცადეთ დეტალურად გაიხსენოთ. გარწმუნებთ, ძილშიც რომ გკითხონ, გეცოდინებათ. 4.ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომ ვივიწყებთ მალე სასიამოვნო წუთებს, მოგონებებს და მაინცდამაინც ისინი რატომ "გამოიდევნებიან" მეხსიერებიდან? თუ არსებობს გამოდევნა– ჯოჯოხეთისგან მეხსიერების თავდასაღწევი მექანიზმი– ყოველთვის ასე რატომ არ მოქმედებს იგი და რატომ არის ხოლმე, რომ ვერაფრით ვერ ვივიწყებთ წყენას, დამარცხებას, უიღბლობას, სულისშემძვრელ სიტუაციას?.. ერთ-ერთ ფსიქიატრსა და პაციენტს შორის შემდეგი დიალოგი გაიმართა: –თქვენ შეგნებულად გინდათ ამის დავიწყება? –დიახ, შეგნებულად. –უბედურებაც მაგაშია. და მაინც, რატომ? სადღაც, გულის სიღრმეში კითხულობთ, დამავიწყდა ეს ამბავი თუ არაო, სწორედ შინაგანი შეკითხვით მოგონება კიდევ უფრო მტკიცდება. 5.დადასტურებულია, რომ რომელი თვისებაც ყველაზე მეტად არ მოგვწონს სხვაში (ვკიცხავთ, განვაქიქებთ), ქვეცნობიერად ჩვენც გაგვაჩნია. ცოტა არ იყოს, მიჭირს ამის დაჯერება, მაგრამ ერთი ცნობილი ადამიანის სიტყვები მახსენდება:"ყველაზე ბილწი ვინცაა, ყველაზე მეტად ის გაიკვირვებსო". ამ შემთხვევაში "თავდაცვის" ერთადერთი მექანიზმი არსებობს:"არ განიკითხო და არც განიკითხები!" 322 5-ს მოსწონს
|