სხვა ინდოეთში ეძებენ სერიულ "მოჩვენება-პარიკმახერს" 2017, 4 აგვისტო, 10:40 ![]() "იყო ძლიერი ნათება და გრძნობა დავკარგე, ერთი საათის შემდეგ მივხვდი, რომ თმები შეკრეჭილი მქონდა"-აღნიშნავს 53 წლის დიასახლისი სუნიტა დევი გურგაონის ოლქის მაცხოვრებელი ჰარიანის შტატიდან. "ამის შემდეგ აღარც ძილი მაქვს, კონცეტრაციაც მიჭირს, პირველად მსგავსი ინციდენტის შესახებ წავიკითხე, რომელიც რაჯასტანში მოხდა და ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ იგივე ამბავი მეც გადამხდებოდა"-დასძინა მან. პირველი ინფორმაცია "მოჩვენება-პარიკმახერის" შესახებ ამა წლის ივლისში რაჯისტანის შტატში გავრცელდა, ამის შემდეგ მსგავსი ინციდენტები დაფიქსირდა ჰარიანში და ქვეყნის დედაქალაქ დელიშიც კი. ![]() პოლიციის წარმომადგენელი რევინდერ კუმარი აცხადებს, რომ ხელისუფლება იძიებს ინციდენტებს. "ძალიან უცნაური შემთხვევებია, დანაშაულის ადგილზე ვერ ვპულობთ ვერავითარ ნივთმტკიცებას.მსხვერპლთა სამედიცინო კვლევებმა არაფერი გამოავლინა და რაც მთავრია არავის დაუნახავს სავარაუდო თავდამასხმელი." ![]() რევინდერ კუმარმა ისიც აღნიშნა, რომ შტატების პოლიციის განყოფილებები გაერთიანდნენ, რათა ერთობლივად დაადგინონ საერთოდ "რა აზრია ჩადებული" ამ უცნაურ ინციდენტებში. ![]() ხალხი ამ იციდენტებმა უკვე პარანოია გამოიწვია, ჭორები და ვერსიები ბევრია, თვით ზებუნებრივიც კი. ![]() "მხოლოდ მხსვერპლი გრძნობდა თავდამსხმელის გვერდზე ყოფნას, ჩვენ მივალთ ჭეშმარიტებმადე, მანამდე კი ხალხს მოვუწოდებ ნუ აყვება უაზრო ჭორებს"–აღნიშნა კუმარმა. შეგახსენებეთ კიდევ რამდენიმე მასობრივი ისტერიიის ამბავს, რომელიც ინდოეთში მოხდა: 1995 წელს ხალხში გავრცელდა მასობრივი ჭორი-ისტერია, თითქოს წმინდა სტატუა განეშის სპილო რძეს სვამდა, მილიონობით მორწმუნე დაიძრა მაშინ ქვეყნის დედაქალაქში, სადაც სპილოს სტატუა იყო განთავსებული. ![]() 2006 წელს ათიათასობით ადამიანი გაემართა მუმბაის პლაჟის სანაპიროზე ჭორის საფუძველზე, თითქოს და ზღვის წყალი მლაშედან ტკბილად იქცა. 272 5-ს მოსწონს 1-ს არა
|