x
image
ალექსანდრე ლექსო
აფეთქებამ აფხაზეთში 20 რუსეთის მოქალაქე დააზიანა
წინასწარი მონაცემებით 20 რუსეთის მოქალაქე დაშავდა აფხაზეთში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად.

image


დაშავებულთა შორის 20 რუსეთის მოქალაქეა, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა რუსეთის საელჩოს პრეს–მდივანმა ტურან ჯავადოვმა.

აფხაზეთის წარმომადგენელმა მიზან ლომიამ განაცხადა : აფეთქების ადგილთან ახლოს მინერალური წყაროა, აქ ყოველთვის ტურისტების სიმრავლეა, დაშავებულთა ზუსტი ციფრის თქმა შეუძლებელია, რადგან ზოგიერთი დაზარალებული თავისით ტოვებს აფეთქების ადგილს და არ მიმართავს ოფიციალურ ორგანოებს.


ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება გუდაუთის რაიონში, სოფელ პრიმორსკოეში განლაგებულ აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს საწყობში.


0
67
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0