აფხაზეთი აფხაზეთში ტურისტული სეზონის მოსალოდნელ ჩავარდნაზე ალაპარაკდნენ 2017, 6 აგვისტო, 11:54 სოფელ პრიმორსკოეში მომხდარი აფეთქების შემდეგ, აფხაზეთში წასვლა მსურველთა 50% – მა გადაიფიქრა. "აფხაზეთის ტურიზმის კავშირის" პრეზიდენტ ანა კალიაგინას განცხადებით უკვე ჩამოსულ დამსვენებელთა ნაწილი უკან მიდის, ხოლო ვინც აპირებდა ჩამოსვლას, უმეტესობამ უარი განაცხადა. ჯერჯერობით სექტემბრის ტურებზე უარი არ მიგვიღია. ალბათ ეს ჩავარდნა 2 კვირაზე მეტს არ გაგრძელდება. კალიაგინამ გაიხსენა, რომ 11 ივლისს რუსი ტურისტის ანდრეი კაბანოვის მკვლელობის შემდეგაც ორკვირიანი ჩავარდნა იყო, ახლაც იგივე იქნება, მე უკვე შევაჩერე ჩვენი ტურისტული სააგენტოს რეკლამის გაშვება, რადგან აზრი არა აქვს. 2 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ორი რუსი შეეწირა, 64 ადამიანი კი დაშავდა. ვინც უარი განაცხადა წასვლაზე მთლიან თანხას ტუროპერატორებისაგან ვერ დაიბრუნებენ, რადგან დაზღვევა ასეთ შემთხვევას არ ითვალისწინებს. 51 შეფასება არ არის
|