სხვა ქალი ბაიკერი მაშინ დაიღუპა,როდესაც მორიგ სექსუალურ ვიდეოს ამზადებდა "ინსტაგრამისთვის" 2017, 1 აგვისტო, 11:17 ქალი ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა სედანკა-პატლოკ ვლიდოვოსტოკის გზატკეცილზე, როდესაც ახალ ვიდეოს ამზადებდა "ინსტაგრამისთვის".
ახალგაზრდა ქალს, რომელიც monika9422 ნიკით იყო დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში 140 000 ხელისმომწერი ჰყავდა. ბაიკერი BMW მარკის მოტოციკლით პატროკლ-სედანკას მონაკვეთზე გადაადგილდებოდა, ერთ-ერთ მოსახვევში გოგონამ მოტოციკლი ვეღარ დაიმორჩილა და გზის ბარდიურს შეასკდა, დარტყმის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდა ქალი ნაწილებად გაგლიჯა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ დააფიქსირა ორთვალა ტრანპორტის მძღოლის გარდაცვალება.საქმეს იძიებს პოლიცია. სხვათა შორის კომენტარებში მას ხშირად უწერდნენ, რომ ფრთხილად უნდა იყოს და ასეთი ტრიუკები სახიფათოა. "მე ზედასრული გოგო ვარ და ვიცი რასაც ვაკეთებ" -უპასუხა ერთხელ monika9422-მა. ახალგაზრდა ქალის სახელი და გვარი არ ხმაურდება, ცნობილია, რომ იგი 40 წლის იყო და სტილისტად მუშაობდა სილამაზის სალონში.მონიკა კარგად იყო ცნობილი საგაზო პატრულისთვის.იგი არაერთხელ იყო დაჯარიმებული სიჩქარის გადაჭარბების გამო. მოტო-მოყვარული, რომელსაც მართვის 21 წლიანი სტაჟი ჰქონდა არც მალავდა, რომ უყვარდა ადრენალინი და სიჩქარე.მას თავის BMW S1000 RR-ით ხშირად 250 კმ/სთ-სიჩქარე განუვითარებია. 199 4-ს მოსწონს 1-ს არა
|