რჩევები "ქალი შეიძლება იყოს საინტერესო ნებისმიერ ასაკში" - რომელი სტილის საცურაო კოსტუმებს გვთავაზობენ 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს 2017, 31 ივლისი, 1:29 სტატიაში წარმოგიდგენთ 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის საცურაო კოსტუმების რამდენიმე ვარიანტს.როგორ უნდა ავირჩიოთ საცურაო კოსტუმი 40 წელს გადაცილებულმა მანდილოსნებმა? ეს ის ასაკია, როდესაც ქალის ცხოვრება ბრწყინავს და როგორც იტყვიან "მეორედ იბადება". V ვარიანტს ყველაზე დიდ უპირატესობას ანიჭებენ, რამდენადაც ის ყველა ქალს უხდება და წარმოაჩენს მდედრობითი სქესის მეტ სექსუალურობასა და მკერდის სილამაზეს.ღრმა დეკოლტეზე კისრის ნაოჭები უფრო შესამჩნევია, მაგრამ არ ღირს ნერვიულობად, რამდენადაც ისინი თითქმის შეუმჩნეველია.გარდა ამისა, დარწმუნებულები ვართ, რომ ქალბატონების უმეტესობა ამ ასაკში უკვე ხშირად იყენებს დელიკატურ ზონებში კისრის და გულმკერდის სპეციალურ კრემებს.ასე რომ ნუ დაგაფრთხობთ ღრმა დეკოლტით საცურაო კოსტუმის ჩაცმა. გახსოვდეთ, რომ ის უფრო სექსუალურს და უფრო მიმზიდველს ხდის ქალის სხეულს. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ შეიძინოთ შავი ან თეთრი ფერის საცურაო კოსტუმი, წავიდეთ წინ, ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ ორივე ეს ფერი მოითხოვს გარუჯვას.არჩევის მომენტში შევეცადოთ ვიყოთ მაქსიმალისტები და კრიტიკულად შევხედოთ საკუთარი სხეულის თითოეულ ნაკლს.ხშირ შემთხვევაში 40 წელს გადაცილებული მანდილოსნები არც თუ სასურველი მუცლით გამოირჩევიან. ეს ის შემთვევაა, როცა არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ზედმეტი ჩარევების და რჩევების გარეშე საუკეთესო ვარიანტია არა ბიკინი, არამედ ერთიანი ანუ მთლიანი საცურაო კოსტუმის შეძენა, რომელიც აშკარად მალავს მუცელს.პირველ რიგში უნდა გაიხსენოთ თქვენთვის საყვარელი ფერი და დაკვირვებით შეარჩიოთ ქსოვილი, მაგალითად "Блестящая" ქსოვილი არც თუ კარგი იდეაა, რადგან ის ზრდის ქალის ზომის მოცულობას. სამუდამუდ დაივიწყეთ 40 წელს გადაცილებულებმა სიჭრელე, ლეოპარდის ფონები და "სოფლური" აბსტრაქციები.უნდა შეგვეძლოს საკუთარი სხეულის შეფასება და გაცილებით გამარტივდება გადავწყვიტოთ, თუ რა დავმალოთ და რა ვაჩვენოთ. 272 4-ს მოსწონს
|