სხვა უკრაინელმა პილოტებმა ბრმად დასვეს სეტყვისგან დაზიანებული თვითმფრინავი(ვიდეო) 2017, 29 ივლისი, 21:51 27 ივლისს თურქეთის ავიაკომპანია "Atlasglobal"-ის თვითმფრინავი მოყვა ქათმის კვერცხისტოლა სეტყვაში.სტიქიის შედეგად ხომალდს მთლიანად დაუზიანდა ცხვირი, წინა საქარე მინა იმ დონემდე, რომ ხედვა შეუძლებელი იყო, ამის გარდა დაზიანდა ავტოპილოტი, ავტოსტრასტი, "Direct low".უკრაინელი პილოტებმა და ორმა თურქმა ბორტგამცილებელმა ნამდვილი გმირობა გამოიჩინეს.მათ ბრმად დასვეს დაზიანებული თვითმფრინავი. აეროპორტზე დაშვების დროს კაპიტანი ალექსანდრე აკოფოვი მხოლოდ საქარე მინიდან იჭყიტებოდა, როდესაც ხომალდი მშვიდობიანად დაეშვა ბილიკზე ტაშს უკრავდა მთელი "ათათურქის"აეროპორტის პერსონალი თუ მოწმეები, სხვა თვითმფრინავებიდან პილოტები ფარების ციმციმით ამხნევებდნენ ეკიპაჟს, შემდეგ კი მივიდნენ და ხელი ჩამოართვეს. ხომალდი ასრულებდა რეისს სტამბულიდან ერჯანში(კვიპროსი), ხომალდის სტიქიით დაზიანების შემდეგ კაპიტანმა გადაწყვიტა უკან სტამბულში დაბრუნებულიყო, სადაც ავარიული დაშვება განახორციელა.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადები.ბორტზე იმყოფებოდა 121 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი. თვითმფრინავის გმირული დაშვების ვიდეო თითქმის ყველა თურქულმა ტელეარხმა აჩვენა. ფოტოები და ვიდეო "ფეისბუქზე" ბორტ-ინჟინერმა ოლეგ ლუნგულმა გაავრცელა. ვიდეოში ისმის თურქულად ყვირილი:"ვაი ვერ დაჯდება!ვერ დაჯდება" 183 6-ს მოსწონს 1-ს არა
|