15 წელი გავიდა მსოფლიოს მასშტაბით, ავიაშოუზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური კატასტროფიდან
15 წელი გავიდა ავიაშოუზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური კატასტროფიდან. ეს კატასტროფა ითვლება ყველაზე მასშტაბურ კატასტრროფად მთელი ავიაშოუების ისტორიის მანძილზე. ლვოვთან ახლოს აეროდრომ სკნილოვოში 2002 წლის 27 ივლისს გამანადგურებელი თვითმფრინავი "Су-27" მაყურებლებს დაეცა ზედ, გამოძიებით დადასტურდა, რომ უმაღლესი პილოტაჟის ფიგურების ჩვენებისას პილოტმა დაუშვა შეცდომა, რის გამოც გამანადგურებელი გადავიდა პიკეზე და ზედ დაეცა ავიაშოუზე მოსულ მაყურებლებს. კატასტროფის მიზეზებად დაასახელეს მფრინავების გამოუცდელობა, თვითმფრინავის გაუმართაობა და თავად შოუს არასწორი დაგეგმა.
დაიღუპა 77 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი. ავიაშოუს სანახავად ოჯახებით იყო როგორც გაირკვა ადამიანები ავიაშოუს სანახავად. დაიჭრა 350 ადამიანიდან 500 ადამიანამდე, ზუსტი ციფრი არ დასახელებულა, რადგან ყველა ცდილობდა საკუთარი ძალებით გაეღწია აეროდრომიდან და მიემართა საავადმყოფოებისათვის დახმარების მისაღებად.
12 ადამიანი დარჩა სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული, რამდენიმე ადამიანი კი გადატანილი სტრესის გამო მოხვდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.
ორივე პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და გადარჩნენ, ისინი გაასამართლეს და ერთს 8 ხოლო მეორეს 14 წელი მიუსაჯეს. თუმცა რეალურად ერთმა მოიხადა 2, 5 წელი, ხოლო მეორემ 8 წელი. თვითმფრინავის მეთაურს ჯარიმის სახით დააკისრეს 1300 000$. თუმცა მოგვიანებით ჯარიმის თანხა შეცვალეს და გამანადგურებლის მეთაურს 27 000$–ის გადახდა დაეკისრა. შოუს ორგანიზატორებიდან რამდენიმე ადამიანი იქნა დაკავებული და სასჯელის სხვადასხვა ზომა მიუსაჯეს და სხვადასხვა რაოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
ორივე პილოტმა მათი ბრალეულობა თვითმფრინავის კატასტროფაში და ხალხის დაღუპვაში უარყო.