x
image
მე-ლანქოლიკი
12 რჩევა - როგორ მივიღოთ ის რაც გვსურს
1. თქვენი მიზნების და სურვილების შესახებ ესაუბრეთ ადამიანებს. და არა მხოლოდ მათ ვისაც დახმარება შეუძლია. გაუზიარეთ თქვენი პოზიტიური მიზნები. იქნებ ერთხელაც მათ შეძლონ დახმარება...


image

2. გსურს ხელფასის მომატება? - გაესაუბრე უფროსს. გსურს უფრო მეტი

პარტნიორისგან? - უთხარი ამის შესახებ. ლაპარაკი ისე მალე გამოიღებს


შედეგს თავადაც გაგიკვირდებათ. შეწყვიტეთ ფიქრი, თითქოს ვინმეს

შეუძლია აზრების წაკითხვა და თავად გამოიცნობენ რა გსურთ.


3. ჩამოიშორეთ ადამიანები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლიან. თუ გყავთ მეგობარი, რომელიც თქვენს თვითშეფასებას ადაბლებს, ან

განწყობაზე ცუდად მოქმედებს, გაწყვტეთ მასთან ურთიერთობა. ნუ

იურთიერთებთ მათთან, ვინც თქვენს ფონზე ცდილობს პლიუსების

დაწერას.


4. გარკვიეთ ვისგან რას უნდა ელოდოთ. ყველას აქვს დადებითი და

უარყოფითი მხარეები, უარყოფით მხარეებთან ბრძოლა უაზრობაა.

მაგალითად, თუ მეგობართან არაჩვეულებრივ დროს ატარებთ, მაგრამ

მას შეხვედრაზე მოსვლა დაავიწყდა მიეცით მის დადებთ მხარეს უფლება

ეს უარყოფითი გადაწონოს.


5. გაიგე ფულის ყადრი. რა თქმა უნდა კარგია, როცა ხანმოკლე

სიამოვნებისთვის ფულს ხარჯავ, თუმცა 20 წლის ასაკში. უკვე უნდა

დაიწყო ფიქრი დაზოგვაზე. აირჩიე რაიმე მიზანი და დაიწყე შეგროვება. მალე შეიძლება შვილი გააჩინო, კარგი დასვენება მოგინდება და ა.შ. მხოლოდ დადებითი მოგონებები არ გეყოფა.


6. მიეცი საკუთარ თავს საშუალება იყო მოულოდნელი. მეგობრებმა

წვეულებაზე დაგპატიჟეს და შენ სამსახურში ხარ? აუცილებლად წადი.

ზოგჯერ თავს ამის უფლება უნდა მისცე. არ იცი როდის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსადეგი მოულოდნელი გადაწყვეტილება, ან რა მოჰყვება მას.


7. შეეშვი სამსახურს და ურთიერთობებს, რომლებსაც შენთვის

ბედნიერება არ მოაქვს.


8. არ გადაწვა "ხიდები". თუ საიდანმე მოდიხარ ღირსეულად წამოდი,

არ იცი უკან დაბრუნება როდის დაგჭირდება, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.


9. შეიცვალე საცხოვრებელი. თუ შენ წინ პერსპექტივები გადაიშალა ნუ

გამოეტირები მშობლიურ ქალაქს, დაბრუნებას ყოველთვის შეძლებ.


10. იყავით მტკიცე. მიიენდეთ ინტუიციას, იყავით გაბედული, რადგან გაურკვევლობა თქვენზეც ცუდად აისახება და მათზეც ვინც თქვენ გეყრდნობათ.


11. ისწავლეთ პატიება. იმის მიუხედავად რომ შეიძლება იმ ადამიანს აღარც დაელაპარაკოთ მაინც აპატიეთ. პატიება თქვენთვისაა და დაგეხმარებათ წინსვლაში.


12. იდარდეთ მხოლოდ მაშინ თუ მართლა გიჭირთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, სიკეთის დაბრუნება ზოგჯერ იგვიანებს და ეს არ უნდა გახდეს დეპრესიის მიზეზი.

0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0