სხვა როგორ ავარჩიოთ აქსესუარები სხეულის ფორმის მიხედვით 2017, 14 მარტი, 10:52 ალბათ ყველას ჰქონია მომენტი, როცა დაინახავს აქსესუარს და ფიქრობს "ეს ჩემთვისაა
შექმნილი", გაიკეთებს და არ უხდება. ეს სტატია დაგეხმარებათ მსგავს სიტუაციებს თავი
აარიდოთ და წინასწარვე იცოდეთ რომელი აქსესუარია "თქვენთვის შექმნილი".
![]() თუ თქვენი სხეულის ზედა ნაწილი ძალიან მოხდენილია, მაგრამ ქვედა შედარებით უფრო მსუქანი, ხაზი უნდა გაუსვათ თქვენს დეკოლტეს. შეგიძლიათ მასიური სამკაულები ატაროთ. გამოგადგებათ პატარა გეომეტრიული ფორმის ჩანთები ან საშუალო ზომის მოკლე სახელურებით. ფეხსაცმელს ჩალისფერ კლასიკურ ქუსლიან ფეხსაცმელს თუ აირჩევთ იდეალურია, თუმცა მყარი ქუსლითაც ძალიან მოგიხდებათ. ![]() ![]() ![]() სხეულის ტიპი "ქვიშის საათი" შეეცადეთ არ გააფუჭოთ ის იდეალური სხეული, რომელიც ბუნებამ გიბოძათ. ამაში დაგეხმარებათ რგოლის ფორმის საყურეები, ნაზი და დახვეწილი ქალური ჩანთები, ტყავის სამკაულები, ფართო ქამრები, სადა ბალეტკები ან ღია საზაფხულო ფეხსაცმელი სქელი ქუსლით. ![]() 62 შეფასება არ არის
|