სხვა კოკა-კოლის გამოყენების 10 უჩვეულო აქამდე უცნობი მეთოდი 2017, 31 იანვარი, 22:42 თმის დასახვევად ფოსფორმჟავა ახვევს თმას. თმა მთლიანად დაისველეთ გაზიანი სასმელით და 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი შამპუნით. შედეგად მიიღებთ ბუნებრივად დახვეულ თმას. ამ ხერხს ხშირად იყენებს მოდელი და მსახიობი სუკი უოთერჰაუსი. არ დაპანიკდეთ თუ თმაზე საღეჭი რეზინი დაგეწეპათ, იმ ადგილზე წაისვით კოკა-კოლა და რამდენიმე წუთი გაიჩერეთ. შემდეგ ნელ-ნელა და ფრთხილად დაიწყეთ საღეჭი რეზინის მოშორება. ნელი პროცესია, თუმცა თმის მოჭრას ნამდვილად ჯობს. თმის გასაღიავებლად თუ საღებავმა თმა გაგიმუქათ და გაღიავება ქსურთ კოკა-კოლა ამაშიც დაგეხმარებათ. დაიბანეთ თავი კოკა-კოლით. მასში შემავალი ლომონმჟავა თმას გაგიღიავებთ. მავნებლებისგან დასაცავად ინდოელი ფერმერები კოკა-კოლას იყენებენ მცენარეების დასაცავად. ეს სასმელი იზიდავს წითელ ანტს, რომელიც აფრთხობს მავნებლებს. ტკივილის გასაყუჩებლად თუ მწერმა გიკბინათ, გექავებათ ან გეწვით, თუ მედუზამ დაგსუსხათ, ბამბა ამ სითხით გაჟღინთეთ და დაიდეთ ნაკბენზე. კოფეინს ანესთეზიის ფუნქცია აქვს და მალევე გაგიქრობთ დისკომფორტს. სანტექნიკის გასაწმენდად ეს ძალიან ცნობილი ფაქტია. კოკა-კოლით შეგიძლიათ გაასუფთავოთ აბაზანა, უნიტაში და სხვა. შედეგს ძალიან მალე დაინახავთ, ყველაფერი გათეთრდება. ჩაასხით და რამდენიმე საათი გააჩერეთ. ცხიმის მოსაშორებლად მჟავა და კოფეინი კარგად აშორებს ცხიმს. წაუსვით და რამდენიმე საათი დატოვეთ, შემდეგ კი ჩვეულებრივი მეთოდით გაწმინდეთ. მძაფრი სუნის საწინააღმდეგოდ თუ თქვენს ნივთებს ბენზინის ან ნავთის სუნი აუვა გარეცვამდე ჩადეთ კოკა-კოლა+ წუალი 1:1 ხსნარში. ასევე ნივთებს მოაშორებს ნებისმიერ უსიამოვნო სუნს. მონეტის გასაწმენდად ძველი მონეტები რაიმე ჭურჭელში ჩაყარეთ და ჩაასხით კოკა-კოლა. 10-15 ანჯღრიეთ როგორც ამას ბარმენი აკეთებს, შემდეგ კი ჩვეულებრივი წყალი გადაავლეთ. ჟანგის მოსაშორებლად კოკა-კოლა მშვენივრად უმკლავდება ჟანგს. დაჟანგულ ადგილზე კარგად მოასხით, ღრუბელით გაწმინდეთ ან თუ ძალიან დაჟანგებულია გამოიყენეთ ფოლგა. 152 შეფასება არ არის
|