სხვა როგორ მოვიქცეთ რომ ის უთქვენოდ ვერ ძლებდეს (10 აუცილებელი რჩევა) 2017, 26 ივლისი, 13:17
1. იყავი ლამაზი ვინც რა უნდა გითხრათ, ფაქტი ერთია, ყველა მამაკაცი პირველ რიგში იმას უყურებს როგორ გამოიყურებით, შემდეგ კი შინაგან სამყაროს. ნუ დაივიწყებთ სილამაზის სალონში შერბენას, გაიკეთეთ ვარცხნილობა, მაკიაჟი. სამუდამოდ დაივიწყეთ სიტყვა "ასეც გამოდგება". ქალი მუდამ შეუდარებლად უნდა გამოიყურებოდეს იმის მიუხედავად ბევრი ადამიანი უცქერს მას, თუ ერთი მამაკაცი. 2. იყავი სხვებისგან გამორჩეული შენი სილამაზე- ეს გადასარევია, მაგრამ არ უნდა დაივიწყო, რომ გარშემო ბევრი მომხიბლავი ქალია. თუ გინდა, რომ მამაკაცმა შენზე შეაჩეროს არჩევანი, აუცილებელია მათგან ცოტათი მაინც გამოირჩეოდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაიქცე და თმები ლურჯად შეიღებო, სჯობია მოიფიქრო რამდენიმე ორიგინალური ხერხი. 3. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სიარულის მანერას შეიძლება გეგონოთ, რომ კარგად დადიხართ, მაგრამ მაღალი ქუსლები სულ სხვა ელფერს შეგძენთ და მამაკაცების ყურადღებასაც იპყრობს. 4. გაიღიმეთ მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალის სახე ღიმილითაა განათებული. ეს ადვილი ასახსნელია, ასეთ ადამიანებთან სასიამოვნოა საუბარი და ხშირად მზესაც ადარებენ. ისინი გარშემომყოფებს სითბოს და სინათლეს ჩუქნიან. 5. იყავი მუდამ მოწესრიგებული არასდროს მისცე შენს თავს უფლება მამაკაცთან იყო ჭუჭყიანი ხალათით და გაჩეჩილი თმებით. გაქვთ თუ არა ამის განწყობა, ნუ ჩაიცვამთ გაწელილ სვიტერს და გაცვეთილ შარვალს. პატივი ეცი შენს თავსაც და გარშემომყოფებსაც, არავის მოეწონება ჩამოძონძილი ადამიანის ცქერა. 6. ნუ იქნები აგრესიული მამაკაცებს მოსწონთ როცა ქალი ადვილად დასაყოლიებელი არაა. ისინი თავს მონადირეებად თვლიან. მაგრამ ნუ იქნები მკაცრი და დააკვირდი, როგორ ცდილობს ის შენი გულის მოგებას. 7. ნუ შეიქმნი ჭკვიანი ქალის იმიჯს ქალი, რომელმაც ყველაფერი იცის და ამის დემონსტრირებას ახდენს, კაცისთვის არასდროს მოიაზრება ცხოვრების თანამგზავრად. ისინი პატივს სცემენ ასეთ ქალს, მაგრამ მათი შეყვარება არ სურთ. კაცები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქალმა შეიძლება მათზე მეტი იცოდეს. 8. ნუ იქნებით უკარება ის, რომ იყო უკარება მიმზიდველია, მაგრამ არა ყოველთვის. ერთია, როცა ქალი ძნელად მოსაპოვებელია, მაგრამ სულ სხვაა, როცა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მამაკაცი არ აინტერესებს. მან შეიძლება სულაც მიგატოვოთ. ნუ გაუშვებთ მას. 9. შეეცადე იყო ალერსიანი როგორიც გინდა იყო საზოგადოებაში, როგორც კი მარტო დარჩებით-ორნი, იყავით მასთან ალერსიანი. მამაკაცს სჭირდება ისეთი ქალი, რომელიც მოუსმენს და გაუგებს და არა მშვენიერი ყინულის დედოფალი. 10. დააფასე საკუთარი თავი არასდროს ჩამოეკიდო კისერზე, პირველივე შემხვედრთან ნუ გაიქცევი. როგორც გინდა გიყვარდეს ის, არ უნდა იფიქროს რომ მისი გოშია ხარ, თუ არ გაქცევს ყურადღებას, თამამად მიატოვე. ქალი, რომელიც თავის თავს აფასებს, ყოველთვის ნახავს ისეთ ადამიანს, ვისთან წასვლაც შეიძლება.
როგორ მოვიშოროთ ჩრჩილის პეპელა სამუდამოდ(ბუნებრივი+ ქიმიური საშუალებები)
რას გვამცნობს დაბადების საათი ადამიანის შესახებ
თურმე ერბო-კვერცხს შეცდომით ვამზადებდით - ამერიკელი შეფ-მზარეულის რჩევა
ამერიკაში, ტბაში დაიჭირეს უცნაური არსება, რომელიც აქამდე მეცნიერებისთვის არ იყო ცნობილი(+ ფოტოები)
8023 4-ს მოსწონს |