მხატვრობა ელის კუპერმა საკუჭნაოში ენდი უორჰოლის ნახატი იპოვა,რომლის ფასიც 10მლნ.$-ია 2017, 26 ივლისი, 8:51 ![]() კუპერმა აღიარა, რომ უბრალოდ დაავიწყდა უორჰოლის ნახატის, "პატარა ელექტრონული სკამის"არსებობაც კი, რომელიც მას 1970-იან წლებში აჩუქეს. "ეს იყო როკ-ნ-როლის დრო, ჩვენ სხვა არაფერზე ვფიქრობდით"-აღნიშნა კუპერის ყოფილმა აგენტმა შენ გორდონმა. როგორც ბრიტანული Guardian-ი წერს ნაპოვნი სურათი არის ნაწილი უორჰოლის ნახატების სერიისა :"სიკვდილი და სასოწარკვეთა", ელისის დედამ ის 70-იანი წლების გამოსვლების რეკვიზიტთან ერთად გადახვეული იპოვა. როგორც ელის კუპერის მენეჯერი იხსენებს, ის იყო "ნარკოტიკების და დასალევის მორევის" პერიოდი, სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი უორჰოლმა და კუპერმა ნიუ-იორკის ცნობილ ღამის კლუბში Studio 54-ში, სადაც თავის გელფრენდთან სინდი ლანგთან იმყოფებოდა. მოგვიანებით სინდიმ გორდონს სთხოვა ნახატი მისი სახელით ეყიდა უორჰოლისგან 2, 5 ათას დოლარად, რომ ელისითვის დაბადების დღეზე ეჩუქებინა. სურათის ძებნას ნახევარი წელი დასჭირდა, ამაში დამსახურება ელის კუპერის დედას მიუძღვის.სწორედ მან იპოვა სურათი. ![]() ენდი უორჰოლი(1928-1987) ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ასევე გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. პოპ-არტის მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი აშშ-ში 1950-იან წლებში. ![]() უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით, ყოველდღიური ობიექტების, როგორიცაა კემპბელის სუპის ქილების, ყაყაჩოს ყვავილების გამოსახულებებით და ბანანით ჯგუფ "ველვეტ ანდეგრაუნდის" როკ-ალბომზე, ასევე XX საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების, -მერილინ მონროს, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედის, ჯუდი გარლანდისა და ელისაბედ ტეილორის მისი სტილიზებული პორტრეტებით. უორჰოლის ეკუთვნის აგრეთვე ცნობილი სასმელის Coca-Cola-ს ეტიკეტის დიზაინი. ![]() ენდი უორჰოლი არამარტო თავისი ნახატებით და ფილმებითა არის ცნობილი, არამედ თავისი სტუდიით „Factory“, რომელიც ნიუ-იორკის ბომონდის თავშეყრის ადგილი და 70-იანი წლების ცხოვრების სტილის განსახიერება გახდა. 88 5-ს მოსწონს 1-ს არა
|