x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჰოლანდიამ პატიმრების «იმპორტი» დაიწყო

image


2013 წელს, ნიდერლანდებში 19 ციხე დახურეს, რადგან ქვეყანა პატიმრების მწვავე უკმარისობას «განიცდის».
«Telegraaf»-ის ცნობით, ზაფხულის ბოლომდე, კიდევ 5 ციხის დახურვა იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 2000 ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და მათგან მხოლოდ 700 დასაქმდება სამართალდამცავ ორგანოებში. საქმე იმაშია, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, ისე შემცირდა დამნაშავეთა რიცხვი, რომ ქვეყანაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებები, ფაქტიურად, ცარიელი არის.
ცარიელი კამერების პრობლემა იმდენად აქტუალური გახდა, რომ გასულ წელს, ნორვეგიიდან 240 პატიმარი ჩაიყვანეს, რომ ციხეები უფუნქციოდ არ ყოფილიყო! ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჰოლანდიაა (მოსახ. 17 მლნ. კაცი), ნახევრადცარიელი ციხეების არსებობა, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, დიდი «ფუფუნება» არის.
ნიდერლანდებში, დანაშაულის ჩადენის დაბალი დონის არსებობის რამდენიმე მიზეზი არის, მათ შორის: ლიბერალური კანონი ნარკოტიკებთან დაკავშირებით – აქცენტი გადატანა რეაბილიტაციაზე და არა დასჯაზე და ელექტრონული სამაჯურების გამოყენება მსჯავრდებულებისთვის, რომელიც მათ ციხის გარეთ, ცხოვრების და მუშაობის საშუალებას აძლევს.
2008 წ. გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ელექტრონული სამაჯურების სისტემის გამოყენების შემთხვევაში, დანაშაულის რეციდივი 50%-ით ნაკლებია, ვიდრე ციხეებში ტრადიციული პატიმრობის შემდეგ.
დღეს ჰოლამდიის ციხეებში სასჯელს 11 600 ადამიანი იხდის. ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე გადაანგარიშებით – ყოველ 100 000 კაცზე, 69 პატიმარი მოდის (შედარებისთვის, აშშ-ში, იგივე მაჩვენებელი 716-ის ტოლია). ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ქვეყნებს შორის, რომლის მოსახლეობა 1 მლნ. კაცს აღემატება.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

კრიმინალური სტატისტიკა. მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები და ქვეყნები, რომლებშიც ღამე გარეთ სიარულისგან თავი უნდა შეიკავოთ

მსოფლიო ეკონომიკა ძროხების მაგალითზე

15 უჩვეულო რუკა – გაიცანით მსოფლიო ინფოგრაფიკით

გაიცანით მსოფლიო რუკებით

ქვეყნებს შორის საზღვრების ყველაზე უჩვეულო მონაკვეთები

0
160
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0