x
image
t.x.
გასაოცარი სიზუსტის ტესტი ზიგმუნდ ფროიდისგან - გაიცანით თქვენი თავი თავიდან
image



ზიგმუნდ ფროიდის ეს ტესტი საოცარი სიზუსტით დაგანახებთ თქვენს დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, მომავლისადმი. მისი საშუალებით შეძლებთ დააკვირდეთ არა მარტო თქვენს ცხოვრებას, არამედ ნაცნობ-მეგობრებისასაც, თუ რა თქმა უნდა, კითხვებზე უპასუხებთ.

იმისათვის, რომ ტესტმა სწორი პასუხი გაგცეთ, საჭიროა დაემორჩილოთ პირობას. ძირითადი წესი კი ასეთია: აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ პასუხები ქვემოთ დასმულ კითხვებზე, ოღონდ გახსოვდეთ, რომ უნდა უპასუხოთ ის, რაც პირველად მოგივათ თავში. შეიძლება რომელიმე შეკითხვებზე პასუხები დაემთხვეს ერთმანეთს. კითხვის წაკითხვისას დაუყოვნებლივ უპასუხეთ, ისე, რომ ბევრი არ იფიქროთ. თითოეულ კითხვას უნდა დაუთმოთ არაუმეტეს 30-40 წამი.

1. თქვენ გაჰყურებთ ზღვას(აღწერეთ რა შეგრძნება დაგეუფლათ პირველივე ჯერზე. შეგიძლიათ თვალდახუჭულმა წარმოიდგინოთ. პასუხი ჩაიწერეთ).


2. მიდიხართ ტყეში და ფეხქვეშ იყურებით. რას გრძნობთ? რას ხედავთ?

3. აკვირდებით თოლიების ფრენას...

4. აკვირდებით ცხენების რემას...

5. თქვენ უდაბნოში ხართ. თქვენს წინ დიდი კედელია, რომელშიც პატარა ხვრელია, კედლის მიღმა კი ოაზისია. რას მოიმოქმედებთ?

6. მიდიხართ უდაბნოში დაღლილი. გზაზე ხედავთ დოქს წყლით. რას იზამთ?

7. წარმოიდგინეთ, რომ ტყეში გზა აგებნათ, საღამოა, დაინახეთ სახლი, რომლის ფანჯარაშიც შუქი მოსჩანს. როგორ მოიქცევით?

8. ბურუსში მოხვდით. როგორი იქნება თქვენი მოქმედება? რას იზამთ?

imageახლა კი დააკვირდით თქვენს პასუხებს:

1. ზღვა- ეს თქვენი დამოკიდებულებაა ცხოვრებაზე, ემოციებია, შეგრძნებებია.

2. ტყე ეს თქვენი მშობლიური ოჯახია, პასუხი კი დამოკიდებულება მის მიმართ.

3. თქვენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.

4. თქვენი დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ.

5. თქვენი დამოკიდებულება პრობლემების მიმართ, ანუ, როგორ ართმევთ მათ თავს.

6. ეს პასუხი კი ახსნის, თუ როგორ ირჩევთ სექსუალურ პარტნიორს.

7. თქვენი მზადყოფნაა ქორწინებაზე, ოჯახზე.

8. ეს პასუხი კი თქვენი დამოკიდებულებაა სიკვდილის მიმართ. image





რას გვამცნობს დაბადების საათი ადამიანის შესახებ



ოფლის საწინააღმდეგო მალამო 3 ინგრედიენტით - ნამდვილი სასწაულია


ყველაზე საშინელი სასკოლო ექსკურსიები (+ ვიდეო)


იმისათვის, რომ უნიტაზი მუდამ სუფთა იყოს და სუნიც კარგი ჰქონდეს...


სიკვდილი არ არსებობს - მეცნიერის შემაშფოთებელი აღმოჩენა





0
5242
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
5242