საზოგადოებრივი ბედნიერება სულ რაღაც 3 დოლარად 2012, 16 ოქტომბერი, 20:52 ამერიკელმა ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ ადამიანები მაშინ არიან ბედნიერები, როცა ეგოისტურად იქცევიან, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ.
ბედნიერების საიდუმლოს ამოსახსნელად, პენსილვანიის უნივერსიტეტის სწავლულებს სულ რამოდენიმე დოლარი დასჭირდათ.
სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდნენ, ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 216 უმცროსკურსელი მონაწილეობდა.
სტუდენტები დაყვეს სამ ჯგუფად. ერთ ჯგუფს დაურიგეს 3-3 დოლარი და უთხრეს, რომ თავისთვის დაეტოვებინა. მეორეს ქველმოქმედებისთვის მოეხმარებინა, მესამეს სხვა გზა თვითონ უნდა მოენახა.
ყველაზე ბედნიერები აღმოჩდნენ ისინი, ვისაც ფული თავისთვის უნდა დაეტოვებინა, მერე, ვინც თვითონ გადაწტვიტა რა უნდა ექნა. ადამიანებს უხსოვარი დროიდან უნდოდათ მოქცეულიყვნენ ეგოისტურად, ყოველთვის კარგად გრძნობენ თავს, როცა თავის თავზე ზრუნავენ.- მაგრამ ბევრი ასე არ იქცევა, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობენ. 141 4-ს მოსწონს
|