x
image
პოკაჰონტასი
ვინ არიან ძმები, სარფი და მერტი, რომლებზეც კიდევ დიდხანს ისაუბრებენ (+ფოტოები)
image

სახელი და გვარი: ჩაათაი ულუსოი
დაბადების თარიღი: 23 სექტემბერი, 1990 წელი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
ეროვნება: თურქი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2010 წლიდან
ზოდიაქო: ქალწული
სიმაღლე: 190 სმ
წონა: 81 კგ

image

თურქი მსახიობი მამაკაცი, ჩაათაი ულუსოი, დაიბადა სტამბულში. იგი მშობლებთან და ძმასთან ერთად გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაათაიმ განათლება სტამბულის უნივერსიტეტის ლანდშაფტის დიზაინისა და გამწვანების ფაკულტეტზე მიიღო.


ახალგაზრდა მსახიობი 19 წლის იყო, როდესაც სამოდელო კარიერა დაიწყო. 2010 წელს, გამორჩეული გარეგნობის წყალობით, მან დამსახურებულად მოიგო თურქული კონკურსი "Best Model of Turkey". ჩაათაი, აგრეთვე, გადაღებულია სხვადასხვა სარეკლამო რგოლში. იგი Colin's - ის სახეა. მასთან ერთად, აღნიშნულ ბრენდს ტეილორ ჰილი წარმოადგენს, რომელიც Victoria's Secret - ის ამერიკელი მოდელია.

image

ჩაათაის სამსახიობო დებიუტი 2010 წელს შედგა, ფილმით "Recep Ivedik 3". ახალგაზრდა მსახიობს აღიარება მოუტანა სერიალმა "Adini feriha koydum" ("ფერიჰას საიდუმლო"), სადაც მისი პარტნიორია ჰაზალ კაია. წარმოუდგენელი გამოხმაურება მოჰყვა ჩაათაის მიერ, ბოლო დროს განსახიერებულ გმირს - სარფს, სერიალში "İçerde" ("ძმა"). მსახიობმა პოპულარულობის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.


რაც შეეხება თურქი მსახიობის პირად ცხოვრებას, იგი ქორწინებაში არ იმყოფება.


ფილმოგრაფია:


2010 - "Recep Ivedik 3"

2011 - "Anadolu kartallari" ("ანატოლიის არწივები") (აჰმეთ ონური)

2011-2012 - "Adini feriha koydum" ("ფერიჰას საიდუმლო") (ემირი)

2013-2015 - "Medcezir" ("მოქცევა") (იამანი)

2015 - "Delibal" ("ველური თაფლი") (ბარიში)

2016-2017 - "İçerde" ("ძმა") (სარფი)




სახელი და გვარი: არას ბულუთ ინემლი
დაბადების თარიღი: 25 აგვისტო, 1990 წელი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
ეროვნება: თურქი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2009 წლიდან
ზოდიაქო: ქალწული
სიმაღლე: 182 სმ
წონა: 70 კგ
imageთურქი მსახიობი, არას ბულუთ ინემლი, დაიბადა და გაიზარდა თურქეთში, დედ-მამასთან და და-ძმასთან ერთად. მისი მშობლები წარმოშობით კავკასიიდან არიან.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, არასმა განათლება სტამბულის ტექნიკურ უნივერსიტეტში, საავიაციო ფაკულტეტზე მიიღო.


რამდენიმე სარეკლამო რგოლში გადაღების შემდეგ, არას ბულუთ ინემლის სამსახიობო დებიუტი, 2009 წელს შედგა სერიალში "Arka Sokaklar", რის შემდეგაც მსახიობმა მცირე პაუზა გააკეთა და სწავლა განაგრძო. მან უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო კურსდამთავრებულ 100 სტუდენტს შორის.

2010 წელს, არასი კვლავ დაუბრუნდა მსახიობის კარიერას. მან ითამაშა სატელევიზიო დრამაში "Öyle Bir Geçer Zaman Ki" ("დაკარგული დრო"). ფილმმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვა, ხოლო ახალგაზრდა მსახიობმა შესრულებული როლისთვის ჯილდო მიიღო.

არასს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა სერიალმა "Muhteşem Yüzyıl" ("დიდებული საუკუნე"), სადაც მან უფლისწული ბაიაზიდის როლი შეასრულა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არას ბულუთ ინემლი, დაოჯახებული არაა.



ფილმოგრაფია:


2009 - "Arka Sokaklar" ("უკანა ქუჩა") (ქენანი)

2010-2013 - "Öyle Bir Geçer Zaman ki" ("დაკარგული დრო") (მეტე აკარსი)

2013 - "Mahmut ile Meryem" ("მაჰმუთი და მერიემი") (მაჰმუთი)

2013 - "Tamam mıyız?" ("ნუთუ ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს?") (იჰსანი)

2013-2014 - "Muhteşem Yüzyıl" ("დიდებული საუკუნე") (უფლისწული ბაიეზიდი)

2015 - "Maral En Güzel Hikayem" ("მარალი ჩემი ყველაზე ლამაზი ამბავია") (სარფ ალტანი)

2016-2017 - "İçerde" ("ძმა") (მერტი/უმუთი)



ახალგაზრდა თურქი მსახიობები, ჩაათაი ულუსოი და არას ბულუთ ინემლი, ერთმანეთს პარტნიორობას უწევენ ბოლო დროის გახმაურებულ თურქულ სერიალში "İçerde" ("The Insider"), რომელიც ქართულ ტელესივრცეში, ცნობილია სახელწოდებით "ძმა".

თურქული სატელევიზიო პროექტის პრემიერა 2016 წლის 19 სექტემბერს შედგა, სერიალის გადაღება 2017 წლის 19 ივნისს დასრულდა. მასში ჩაათაი და არასი, ძმების როლს ასრულებენ.

სატელევიზიო პროექტმა საოცარი აღიარება მოიპოვა. მან მილიონობით მაყურებელი შეიძინა. სერიალს ერთნაირი ინტერესით უყურებენ, როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცები.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






ასევე დაგაინტერესებთ:


ვინ არის თურქი მსახიობი მამაკაცი, სერიალებიდან "დიდებული საუკუნე" და "შენი ზოდიაქოს ფერი" (+ფოტოები)

image



ვინ არის არდას გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image



ბურაქ ტოზკოპარანი - ვინ არის თურქი მსახიობი მამაკაცი, სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)

image



ქერემჯემი - თურქი მსახიობი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა "ათეშის" გმირით გაიცნო, მეორე პროფესიით არანაკლებ პოპულარულია (+ფოტოები)

image



ვინ არის თურქი მსახიობი მამაკაცი, სერიალიდან "ელიფი", რომელმაც მრავალი ქვეყნის მაყურებლის გული დაიპყრო (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში მელექის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში არზუს გმირი, თურქული სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)

image



ვინ არის ელიფი (+ფოტოები)

image



ვინ არის თუხჩეს გმირი, რომელსაც კრიტიკოსები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ (+ფოტოები)

image



ვინ არიან პატარა ინდოელი მსახიობები, რომლებმაც და-ძმის, რანვის და ვიერას სახეები შექმნეს (+ფოტოები)

image






0
5320
4-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
5320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0