ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი, სეზარის პრემიის მფლობელი კლოდ რიში.
კლოდ რიშს 90-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ძირითადად მეორეხარისხოვანი როლები აქვს შესრულებული. 60-იან წლებში თავი დაამახსოვრა მაყურებელს ისეთი ფილმებით, როგორებიცაა:"განგსტერი პაპები", "ეშმაკი და ათი მცნება", "ოსკარი" და სხვა.
1992 წელს მან ფილმ "ვახშამში" შესრულებული როლისთვის სეზარის პრემია მიიღო. შემდეგ იყო ფილმებში "დარტანიანის ქალიშვილები"(1994), "საშობაო ღვეზელი"(1999)"ასტერიქსი და ობელიკსი:მისია კლეოპატრა(2002).
2008 წელს მსახიობი ისევ იყო ნომინირებული სეზარზე ფილმისთვის "ღმერთის იმედი გქონდეს, მაგრამ შენ არ შეევედრო"