x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
35 წლის ფრანგი მომღერალი სცენაზე გარდაიცვალა
imageტრაგედია სამხრეთ საფრანგეთში, კერძოდ დასახლება გურდონში დატრიალდა, ლეო ფერეს სახელობის ფესტივალზე.მომღერალი ბარბარა ველდენსი (Barbara Weldens)35 წლის იყო.


როგორც The Independent-ი იუწყება ტრაგიკული შემთხვევა შუა კონცერტის დროს მოხდა სცენაზე, მოულოდნელად მომღერალი დაეცა და რამდენიმე წამში გარდაიცვალა.წინასწარი მონაცემებით ახალგაზრდა ქალს დენმა დაარტყა, რამაც გულის გაჩერება გამოიწვია.


ბარბარა ვალდენსი ადგილობრივი ეკლესიის სცენაზე გამოდიოდა.


ამა წლის თებერვალში გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი "Le grand H de l’homme", ხოლო გასული წლის ნოემბერში იგი დაჯილდოვდა შარლ კროს აკადემიის პრემიით, რომელსაც ახალგაზრდა შემსრულებლებს გადასცემენ.





შეგახსენებთ, ამა წლის მაისში ამერიკელი ბლუზ-როკ მუსიკოსი ბრიუს ჰამპტონი(Bruce Hampton), რომელიც უფრო ცნობილი იყო ფსევდონიმით Col საკუთარ 70 წლის იუბილეზე გარდაიცვალა ატლანტაში(შტატი ჯორჯია)Fox Theatre-ში გამოსვლის დროს.

0
378
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0