x
image
ალექსანდრე ლექსო
სოხუმელმა ჟურნალისტმა ახსნა, თუ რატომ ესხმიან თავს რუს ტურისტებს
image


ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა განმარტა მიზეზი, რის გამოც ხდება რესპუბლიკაში ტურისტებზე თავდასხმები.

მისი თქმით, ზოგიერთი ადგილობრივი მკვიდრი კრიმინალურ გზას ირჩევს, რადგან სხვა პერსპექტივა არა აქვს. სახელმწიფო სამსახურში მოწყობა და პატარა ქრთამებით ცხოვრება განათლების უქონლობის გამო შეუძლებელია. ბიზნესის წარმოებისთვის მრავალი პირობაა საჭირო. რჩება კრიმინალი.

რატომ ტურისტები? პასუხი მარტივია. მაგალითად, პატარა მაღაზია რომ გაქურდო, მილიციაც რომ არ გეძებდეს, მაღაზიის პატრონი მთელ ნაცნობებს და ნათესავებს ფეხზე დააყენებს და მაინც მოგძებნის. ეს კი ციხეში ჯდომაზე უარესია, რადგან მოსისხლე მტრად ჩაგთვლიან და შეიძლება მოგკლან კიდეც.


სულ სხვაა ტურისტი, მათი გაქურდვის შემთხვევაში არც მილიცია გეძებს და არც არავინ. ტურისტი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა, ვის ანაღვლებს მათი ბედი.

"როცა მე სტუმრებთან და ჩამოსულ კოლეგებთან ერთად ბაზარში მივდივარ, ყოველთვის მრცხვენია გამყიდველების გამო. ისინი ყოველთვის მეკითხებიან თუ ვინ გადაიხდის, "თუ შენ არ იხდი, მაშინ ჩვენ მათ გავატყავებთ", ტურისტი მათთვის მსხვერპლია, რომელსაც რაც შიძლება ბევრი უნდა წაართვა. აქ უთოფოდ წაართვი, იქ თოფით, მთავარია, რომ პასუხს არავინ მოგთხოვს, არც სახელმწიფო და არც საკუთარი სინდისი" – განაცხადა აფხაზმა ჟურნალისტმა.

1
834
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
834
  
2017, 20 ივლისი, 15:05
ჰოო, თუ სინდისი არ გაგაჩნია, რას მოგთხოვს, რას შეგაწუხებს... ნოდარ დუმბაძე ერთგან წერდა - როცა შუბლის ძარღვი გაწყვეტილი გაქვს, ცხოვრება იოლია, მაგრამ ... ნუ გაიიოლებ ასე, ცხოვრებასო ! ამისთანა ინდივიდები კი, საზოგადოებას არა და - მტაცებელთა ხროვას ქმნიან, ჰოდა, აბა როგორია, ასეთ ხროვაში ცხოვრება?
0 1 1