x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
სირიიდან დევნილი მამაკაცი ლამის შეიწირა "საიმედოდ" გადანახულმა ფულმა, რომელიც რეზინის ბუშტში გამოკრული ჰქონდა გადაყლაპული

image სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა, სამთავრობო ჯარების, შეიარაღებული ოპოზიციის თუ დაიშის მებრძოლების სისასტიკემ მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია და მოსახლეობა ცდილობს როგორმე გააღწიოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნებისმიერი ხერხით.
სირიელმა მამაკაცმა სანამ არცთუ უხიფათო მოგზაურობას დაიწყებდა სირიიდან ნიდერლანდების მიმართულებით, წინასწარ დაიჭირა თადარიგი და დანაზოგი თანხა დოლარებში "საიმედოდ" შეინახა.
32 წლის სირიელმა 1807 დოლარი რეზინის ბუშტში ჩადო გაკვანძა და გადაყლაპა. იკითხავთ ასე რატომ მოიქცაო, სირიელის თქმით მას ამ სახით სურდა თავი დაეცვა გაძარცვისაგან ან გაქურდვისაგან. საბრალო სირიელმა, როგორც იქნა მიაღწია ნიდერლანდების სამეფოს, მაგრამ სწორედ იქ დაატყდა თავს უბედურება, ბუშტში ჩადებულმა ფულის გორგალმა დაახშო ნაწლავის სანათური და ძლიერი ტკივილები და ღებინება გამოიწვია, რის გამოც დევნილი სასწრაფოდ გადაიყვანეს ერთერთ უახლოეს კლინიკაში და აუტანელი ტკივილის გამომწვევი მიზეზი–"ფული ამოაცალეს ნაწლავიდან.
საერთო ჯამში სირიელს 26 დაუზიანებელი ბანკნოტი ამოუღეს ნაწლავიდან.
პ.ს
საინტერესოა ახლა ოპერაციაში დაუქვითავენ ამ ფულს თუ არალეგალურად შეტანილი თანხის გამო მისცემენ ამ კაცს დეპორტს!
image

+14

0
152
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0